19:54 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-02 22:24:37, 848 ნახვა

რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო, შშმ პირთა ხარისხიანი სოციალური მომსახურებით უზრუნველყოფისათვის ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტში ჩაერთო

აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, ასოციაცია „ანიკასთან“ თანამშრომლობით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ხარისხიანი სოციალური მომსახურებით უზრუნველყოფისათვის ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ და მახარდაჭერილ პროექტში ჩაერთო.

„სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება სოციალური მომსახურებების განვითარებისათვის“ - პროექტის განხორციელებისათვის შეიქმნა სამუშაო ჯგუფი. პროექტის პრეზენტაცია აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში გაიმართა. შეხვედრას მინისტრი, ნინო ნიჟარაძე, მინისტრის მოადგილეები, აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, იალია ვერძაძე და მუნიციპალიტეტების მერიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

პროექტი ეხმიანება საქართველოს მთავრობის მიერ აღებულ ვალდებულებას განახორციელოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ადამიანური უფლებები და ფუნდამენტური თავისუფლებები ინკლუზიური გარემოს დანერგვისა და ხარისხიანი სოციალური მომსახურებების მიწოდების გზით.

პროექტის ხანგრძლივობა 3 წელია. 2021-2023 წლებში ჩატარდება სოციალური სერვისების შესაფასებელი კვლევა, ცოდნისა და უნარების ასამაღლებელი ტრენინგები, შემუშავდება ახალი სოციალური პროექტები და მოხდება მათი პილოტირება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კოსი: საქართველოში ბოლო დროს შემუშავებული კანონმდებლობები შეშფოთებას იწვევს
საპატრიარქომ ბერ ნიკოლოზის მრევლს მცხეთაში დაკრძალვაზე უარი უთხრა
Tegeta Comfort - დაზოგე დრო და შეაკეთე ავტომობილი სერვისცენტრში ვიზიტის გარეშე
ისრაელი ადასტურებს, რომ ირანული ქსელი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენზე თავდასხმას გეგმავდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics