2021-06-02 16:40:44, 1065 ნახვა
საზოგადოება
COVAX-მა 700 000 NOVAVAX-ისა და 130 000-მდე JOHNSON&JOHNSON-ის ვაქცინის მოწოდება დაადასტურა
კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ვაქცინის მწარმოებელმა კომპანიებმა COVAX-მა 700 000 NOVAVAX-ისა და 130 000-მდე JOHNSON&JOHNSON-ის ვაქცინის მოწოდება დაადასტურა.
"უკვე დადასტურებულია, რომ ივნისის ბოლოს ივლისის პირველ რიცხვებში ქვეყანა 500 000 დოზა Sinopharm-ს მიიღებს. ასევე, მესამე კვარტალში განსაზღვრულია, Pfizer-ის, დაახლოებით, 1 000 000 დოზის მიღება და, ასევე, დაახლოებით, მე-3 კვარტალში COVAX-მაც დაადასტურა, დაახლოებით, 700 000 Novavax-ის მოწოდება და 130 000-მდე Johnson&Johnson-ის.
მესამე კვარტალში ქვეყანას ექნება საკმაოდ დიდი რაოდენობა ვაქცინების მარაგებისა და მესამე კვარტალში განსაზღვრულია ინტენსიური აცრები, როცა დღეში უნდა აიცრას 15-16 ათასი ადამიანი" - აცხადებს ამირან გამყრელიძე.
ავტორი: ექსპრესნიუსი,