|
2021-06-02 13:52:27, 1104 ნახვა
მსოფლიო
რუსეთში ორი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი დიმიტრი გუტკოვი და ანდრეი პივოვაროვი დაიჭირეს
რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ოპოზიციონერების, მოსკოვის დუმის წევრი დიმიტრი გუტკოვი და "ღია რუსეთის" ხელმძღვანელი ანდრეი პივოვაროვი დააკავა. უსაფრთხოების სტრუქტურების წარმომადგენლებმა დიმიტრი გუდკოვს, მის მამას გენადი გუდკოვს, გუდკოვის შტაბის უფროსს ვიტალი ვენიდიკტოვს და მის ყოფილ თანაშემწეს, "ღია რუსეთის" ყოფილ თავმჯდომარეს ალექსანდრე სოლოვიოვს ბინების ჩხრეკით მოადგნენ. გუდკოვის წინააღმდეგ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე 2015-2017 წლებში არასაცხოვრებელი შენობის საიჯარო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხის გადაუხდელობის ფაქტზე (რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 165-ე მუხლის მე -2 ნაწილის „ბ“ პუნქტი). დაზარალებული არის მოსკოვის საქალაქო ქონების დეპარტამენტი. ამ შემთხვევაში გუდკოვს ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ანდრეი პივოვაროვისა და დიმიტრი გუდკოვის დაკავებებს, არაფერი აქვს საერთო, პოლიტიკასთან: ამის შესახებ განაცხადა პრეზიდენტ პუტინის პრესს მდივანმა დიმიტრი პესკოვმა ბრიფინგზე.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)