|
2021-06-01 12:54:37, 887 ნახვა
სამართალი
სახალხო დამცველი ეკონომიკის სამინისტროს მოუწოდებს, შუქრუთელების საქმეში მედიატორად ჩაერთოს
სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთის მოსახლეობის პროტესტს ეხმაურება. სახალხო დამცველი ეკონომიკის სამინისტროს მოუწოდებს, როგორც მედიატორი, ჩაერთოს შუქრუთის მოსახლეობასა და კომპანია ჯორჯიან მანგანეზთან მოლაპარაკების პროცესში, რათა დაცული იყოს მოქალაქეთა როგორც საკუთრების ასევე, ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლება. „დაზარალებულები ასევე, პროცესში სახელმწიფოს ჩართვას ითხოვენ. უკვე 105 დღეა რაც აქციები მიმდინარეობს, ხოლო 20 დღეზე მეტია აქციის მონაწილეთა ნაწილმა პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა - პირი ამოიკერა და შიმშილობს. საკითხის შესწავლის მიზნით, სახალხო დამცველის წარმომადგენლები ადგილზე შეხვდნენ აქციის მონაწილეებს და მათი მოთხოვნები მოისმინეს. ასევე, გვაქვს მუდმივი კონტაქტი აქციის ორგანიზატორებთან. აქციის მონაწილეების მოთხოვნების კომპანიის წარმომადგენლებთან განხილვის მიზნით, 2021 წლის 31 მაისს სახალხო დამცველის წარმომადგენლებს კომუნიკაცია ჰქონდათ კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ წარმომადგენელთან, რომელმაც განაცხადა, რომ კომპანიამ შუქრუთის დაზარალებულ მაცხოვრებელთა ქონება საბაზრო ღირებულების გათვალისწინებით შეაფასა. ამასთან, წარმომადგენლის თქმით, კომპენსაციის გაცემა არ გულისხმობს ქონებაზე საკუთრების და სარგებლობის უფლების ჩამორთმევას. კომპანიის წარმომადგენელის ცნობით, მოსახლეობასთან ხელშეკრულებები ეტაპობრივად, დაზიანების ხარისხის გათვალისწინებით ფორმდება. აღსანიშნავია, რომ გარდა იმისა, რომ პროტესტის მონაწილეები უნდობლობას უცხადებენ კომპანიის მიერ ჩატარებულ შეფასებებს და ითხოვენ კომპენსაციის ოდენობა სსიპ „ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ“ განსაზღვროს, სადავოა მხარეებს შორის ქონების შეფასების მეთოდოლოგიაც. (როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, კომპანიის სპეციალურმა მმართველმა საჯაროდ განაცხადა, რომ კომპანია მზად არის ზარალის ოდენობის შეფასების მიზნით სსიპ „ლევა ნ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს“ მიმართოს). ასევე, მოსახლეობის მოთხოვნაა, შესაბამისი ხელშეკრულებით გაიწეროს კომპანიის მიერ კომპენსაციის გადახდის ვალდებულება და ვადები. შექმნილი მძიმე ვითარების გათვალისწინებით, საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების სამინისტროს - ჩაერთოს შუქრუთის მოსახლეობასა და კომპანიასთან მოლაპარაკებების პროცესში, როგორც მედიატორი, რათა დაცული იყოს მოქალაქეთა როგორც საკუთრების ასევე, ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლება. სახალხო დამცველი აგრძელებს საქმის შესწავლას ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლებით ჭრილში, ასევე შეკრების ერთ-ერთი მონაწილის მიმართ შესაძლო ზეწოლის განხორციელების ფაქტზე”, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ევროკომისიამ უარყო მერცის წინადადება ირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების შესახებ
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)