2021-06-01 12:44:02, 1015 ნახვა
რეგიონი
სამცხე-ჯავახეთში საირიგაციო სისტემის მოწესრიგების სამუშაოები მიმდინარეობს
შპს „საქართველოს მელიორაცია“ სამელიორაციო-ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ქვეყნის მასშტაბით აქტიურად განაგრძობს და ამჯერად სარემონტო-საექსპლუატაციო ღონისძიებები სამცხე-ჯავახეთში, ახალციხის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს.
როგორც „ექსპრესნიუსს“ „საქართველოს მელიორაციიდან“ აცნობეს, სოფელ ვალეს, პამაჯის, გურკელისა და წრიოხის ტერიტორიაზე ხე-მცენარეებისა და ნატანი მასისგან ჯამში 3 კილომეტრი სიგრძის მაგისტრალური არხები იწმინდება.
სამუშაოების შედეგად, არხში წყლის გამტარუნარიანობა გაიზრდება, რაც მუნიციპალიტეტში დამატებით 50 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობის მორწყვას უზრუნველყოფს.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),