16:57 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-31 16:35:25, 890 ნახვა

პოლიტიკა
ალეკო ელისაშვილი „ნაცმოძრაობაზე“ - რატომ შემოდიან, ფული აიღეს ბიძინა ივანიშვილისგან?! დაეტიონ ქუჩაში

რატომ შემოდიან „ნაციონალური მოძრაობის" წევრები პარლამენტში?! ფული აიღეს ბიძინა ივანიშვილისგან?!, - ამის შესახებ „მოქალაქეების" ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის" მიერ პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებაზე საუბრისას განაცხადა.

„საერთოდ რატომ შემოდიან ან რის ფასად შემოდიან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები პარლამენტში, რატომ შემოდიან?! ფული აიღეს ბიძინა ივანიშვილისგან?! მაგათი ლიდერები ციხიდან ჩვენ გამოვიყვანეთ, საარჩევნო რეფორმას ჩვენ ვახორციელებთ, მართლმსაჯულების რეფორმას ჩვენ ვახორციელებთ, რატომ შემოდიან?! თანამდებობები ეხარბებათ?! ან ჩვენ რატომ გვლანძღავდნენ?! ხომ არიან ღირსები, რომ ყოველდღე დერეფნები მოვუწყოთ აქ და ის ვეძახოთ რასაც ჩვენ გვეძახდნენ და კიდევ უარესი. დაეტიონ იმ ქუჩაში, რა ნამუსით შემოდიან, რა სინდისით შემოდიან, თვალებში როგორ უნდა ჩაგვხედონ“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" გუშინ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ შეთავაზებულ შეთანხმების დოკუმენტზე ხელი არ მოაწერა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
რა შეიცვალა საქართველოს ეკონომიკისთვის ახლო აღმოსავლეთის შეთანხმებიდან ორი კვირის თავზე?
პაპუაშვილი – ელენე ხოშტარიასთან დაკავშირებით რა გადაწყვეტილებებსაც მიიღებენ ექიმები, ისე იმოქმედებს პენიტენციური სამსახური
Flyone-მა კიშინაუდან ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაიწყო
შსს - უკანონო ბრუნვიდან ამოღებული 37 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 700 კილოგრამამდე სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება განადგურდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics