06:04 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-31 15:10:41, 691 ნახვა

საზოგადოება
ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საქართველოში ორჯერადად აცრილ პირებს შორის ინფიცირების შემთხვევები გამოვლინდა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საქართველოში ერთჯერადად და ორჯერადად აცრილ პირებს შორის კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები გამოვლინდა.

მისი თქმით, ერთჯერადად აცრილებში ინფიცირების მაჩვენებელი 0,8%, ორჯერადად აცრილებში კი  0,2-0,3%-ია.

„ჩვენ ყოველთვის ხაზს ვუსვამთ და ვამბობთ, რომ, რა თქმა უნდა, აცრას აქვს ძალიან დიდი და პრევენციული მნიშვნელობა დაავადების გავრცელების, ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობის კუთხით, მაგრამ მოგეხსენებათ, აბსოლუტური მედიცინაში არაფერი არ არის, ამიტომ როგორც ერთჯერადად აცრილები, ასევე ორჯერადად აცრილები შეიძლება, დაინფიცირდნენ და ამის შემთხვევები ჩვენ უკვე გვაქვს და ამის სტატისტიკა არსებობს. ერთჯერადად აცრილებში, დაახლოებით, 0,8% დაინფიცირდა, ორჯერადად აცრილებში ეს გაცილებით ნაკლებია - 0,2-0,3%-მდეა დაინფიცირება. მაგრამ უმრავლეს შემთხვევაში, ყველა მათგანმა დაავადება გადაიტანა შედარებით მსუბუქად, თითქმის არ დასჭირდათ ჰოსპიტალიზაცია ან ინტენსიური სამედიცინო დახმარება. ამიტომ, იქნება ეს ერთჯერადი თუ ორჯერადი აცრა და საერთოდ აცრა, ადამიანებს იცავს ყველა ეს კოვიდვაქცინა. პირველ რიგში, იცავს დაავადების მძიმედ მიმდინარეობისა და სიკვდილიანობისგან“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics