07:18 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-31 13:25:32, 394 ნახვა

საზოგადოება
დედაქალაქის მერმა პოლიციელებს პროფესიული დღე მიულოცა

თბილისის მერმა პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სამართალდამცველებს პროფესიული დღე მიულოცა.

კახა კალაძის თქმით, პოლიციელის მისია საპატიო და განსაკუთრებულია, რადგან ისინი ქვეყნის უსაფრთხოებისა და სიმშვიდის სადარაჯოზე დგანან.

„ვულოცავ თითოეულ პოლიციელს დღევანდელ დღეს. მინდა, პირველ რიგში, ვუსურვო მათ მშვიდობა. პოლიციელები საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ფასად დგანან ქვეყნის სადარაჯოზე, ზრუნავენ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებასა და მართლწესრიგზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მინდა, თოთოეულ მათგანს წარმატებები ვუსურვო ყოველდღიურ საქმიანობასა და პირად ცხოვრებაში“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა მადლობა გადაუხადა შინაგან საქმეთა მინისტრს და თითოეულ პოლიციელს ქვეყნის უსაფრთხოებისთვის გაწეული  სამსახურისთვის.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics