19:55 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-31 13:21:28, 640 ნახვა

რეგიონი
კასპის მუნიციპალიტეტის, სოფელ ზემო რენეში არსებული საბავშვო ბაღის შენობის დემონტაჟი დასრულდა და სამშენებლო სამუშაოები დაიწყო

კასპის მუნიციპალიტეტის კოდისწყაროს ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ზემო რენეში, არსებული საბავშვო ბაღის შენობის დემონტაჟი დასრულდა და   სამშენებლო სამუშაოები  დაიწყო.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის პრესსამსახური ავრცელებს.

„ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ  8 სოფელში, რომელთაგანაც  4 გამყოფი ხაზისპირა სოფელია, ხოლო 3 კი მაღალმთიანი,  30 წელია საბავშვო ბაღი აღარ ფუნქციონირებს და მშობლებს ბავშვები მეზობელი სოფლების საბავშვო ბაღებში დაყავთ.

თანამედროვე სტანდარტებს დაქვემდებარებულ და აღჭურვილ ორ ჯგუფიან საბავშვო ბაღში, შესაძლებელი გახდება  ბავშვებმა სკოლამდელი განათლება კომფორტულ  გარემოში მიიღონ. შენობა ადაპტირებულია  შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის, ამასთან შეიქმნება დამატებითი სამუშაო ადგილებიც.

მერიის  პრიორიტეტია ბავშვებს კომფორტული და უსაფრთხო გარემო შეუქმნას.  მიმდინარე წელს  ახლალ  შენობაში გადავლენ სოფელ იგოეთის, გრაკალის და სადგურ მეტეხის დასახლებაში მცხოვრები პატარები. პარალელურად   გრძელდება სოფელ ქვემო ჭალის საბავშვო ბაღის სრული რეაბილიტაცია – აღნიშნა კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ. ზემო რენეს საბავშვო ბაღის სამუშაოების ღირებულება 684 112   ლარია  და   ფინანსდება რეგიონალური განვითარების ფონდისა და მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კოსი: საქართველოში ბოლო დროს შემუშავებული კანონმდებლობები შეშფოთებას იწვევს
საპატრიარქომ ბერ ნიკოლოზის მრევლს მცხეთაში დაკრძალვაზე უარი უთხრა
Tegeta Comfort - დაზოგე დრო და შეაკეთე ავტომობილი სერვისცენტრში ვიზიტის გარეშე
ისრაელი ადასტურებს, რომ ირანული ქსელი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენზე თავდასხმას გეგმავდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics