07:19 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-31 11:06:59, 719 ნახვა

საზოგადოება
პროექტი „ტყის გენეტიკურად მნიშვნელოვანი სახეობების შესწავლა და ტაქსონომიური იდენტიფიცირება საქართველოში“ დასრულდა

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის აგროსატყეო კულტურების კვლევის სამსახურის პროექტი „ტყის გენეტიკურად მნიშვნელოვანი სახეობების შესწავლა და ტაქსონომიური იდენტიფიცირება საქართველოში“ დასრულდა.

პროექტის მიზანი საქართველოს ტყის გენეტიკური რესურების კვლევა, იშვიათი მერქნიანი მცენარეების ინვენტარიზაცია, პოპულაციების აღწერა, სათესლე უბნების დაფიქსირება, ზოგიერთი სახეობის ტაქსონომიური იდენტიფიცირებისთვის მორფომეტრიული, მოლეკულური და გენეტიკური კვლევების ჩატარება და კონსერვაციის მიზნით თესლთა ბანკის შექმნა იყო. ექსპედიციების ფარგლებში მკვლევარებმა იმერული მუხის - 12, წვრილფოთოლა ცაცხვის - 10, შიშველი თელის - 31, ქართული ნეკერჩხლის - 6 და ქართული ნუშის 5 ლოკაცია ბუნებრივ არეალში შეისწავლეს. თითოეული სახეობის ფარგლებში აღებულ სანიმუშო ფართობებზე მოხდა დეტალური აღწერა ადგილმდებარეობის, სამიზნე სახეობის კოდის, ტყის კატეგორიის,  გეოგრაფიული კოორდინატების, დახრილობის, ზღვის დონიდან მდებარეობის, ნიადაგის ტიპის, სათესლე უბნის და სხვა მონაცემების გათვალისწინებით.

პროექტის ფარგლებში მოხდა გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი მერქნიანი მცენარეების კონსერვაცია, გენეტიკური მრავალფეროვნების შენარჩუნება, მაღალი ნაყოფმსხმოიარობით გამორჩეული უბნების გამოყოფა მუდმივ და დროებით სათესლე ნაკვეთებად. შეიქმნა თესლთა ბანკის აქტიური კოლექცია (1-3 წელი) და საბაზისო კოლექცია (4-10 წელი). ასვე მოლეკულურ-გენეტიკურმა კვლევებმა დაადგინა, რომ ქართული ნეკერჩხალი სახეობაა და არა ქვესახეობა, როგორც აქამდე იყო მიჩნეული.

აგროსატყეო კულტურების კვლევის სამსახურის 3 წლიანი პროექტი „ტყის გენეტიკურად მნიშვნელოვანი სახეობების შესწავლა და ტაქსონომიური იდენტიფიცირება საქართველოში“ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ იყო დაფინანსებული.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics