2021-05-31 10:08:21, 656 ნახვა
საზოგადოება
მაკა სულაძე - ვრცელდება ინფორმაცია, რომ „ენკას“ თანამშრომლები პოლიციის მანქანებით გადაჰყავთ ნამახვანის მიმართულებით
ვრცელდება ინფორმაცია, რომ „ენკას“ თანამშრომლები პოლიციის მანქანებით გადაჰყავთ ნამახვანის მიმართულებით, - ამის შესახებ რიონის ხეობის მცველმა მაკა სულაძემ განაცხადა.
მისი თქმით, აქტივისტები კვლავ კომპანიის მიმდებარე ტერიტორიაზე დარჩებიან და მუშახელის გადაყვანის პროცესს შეაფერხებენ.
„აქ შეკრებილი ვართ იმისათვის, რომ შევაფერხოთ კომპანიის მანქანების მუშახელის გადაყვანის პროცესი, რა თქმა უნდა, ადგილობრივ მოსახლეობას არ ვაფერხებთ. ვრცელდება ინფორმაცია, რომ კომპანია „ენკას“ თანამშრომლები, სავარაუდოდ პოლიციის მანქანებით გადაჰყავთ ნამახვანის მიმართულებით“, - განაცხადა მაკა სულაძემ.
შეგახსენებთ, რომ რიონის ხეობის მცველები კომპანია „ენკას“მიმდებარე ტერიტორიაზე დილის 5 საათიდან შეიკრიბნენ. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
ავტორი: ექსპრესნიუსი,