2021-05-29 17:03:01, 690 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი გახარიას პარტიის პრეზენტაციაზე ძმები არველაძეები მივიდნენ
„ექსპო ჯორჯიაში”, სადაც ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას პარტიის დამფუძნებელი ყრილობა უნდა გაიმართოს, ძმები რევაზ და არჩილ არველაძეები მივიდნენ.
როგორც არჩილ არველაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, გიორგი გახარიას პარტიის პრეზენტაციაზე ის სტუმრად არის დაპატიჟებული.
ცნობისთვის, ამ წუთებში „ექსპო ჯორჯიაში” ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პარტიის „საქართველოსთვის” პრეზენტაცია მიმდინარეობს. პარალელურად, საგამოფენო სივრცის ეზოში სამოქალაქო აქტივისტები არიან შეკრებილნი, რომლებიც გიორგი გახარიას პოლიტიკაში დაბრუნებას აპროტესტებენ.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან