|
2021-05-29 12:10:47, 519 ნახვა
ეკონომიკა
ივნისიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ბუდაპეშტის, ვროცლავისა და ვენის მიმართულებებით რეგულარული რეისები განახლდება
ივნისიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ვენა-ქუთაისი-ვენას, ბუდაპეშტი-ქუთაისი-ბუდაპეშტისა და ვროცლავი-ქუთაისი-ვროცლავის საჰაერო ხაზზე პირდაპირი რეგულარული ავიამიმოსვლა განახლდება. ამის შესახებ განცხადებას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს. მათივე ცნობით, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ბუდაპეშტიდან პანდემიის შემდეგ პირველ რეგულარულ პირდაპირი რეისს 19 ივნისს შეასრულებ, ვროცლავიდან - 26 ივნისს, ხოლო ვენიდან - 29 ივნისს განახორციელებს. სამივე მიმართულებით რეისები კვირაში ორ-ორი სიხშირით შეასრულდება. ქვეყანაში არსებული ეპიდვითარების მიხედვით, სიხშირეებისა და მიმართულებების რაოდენობა ეტაპობრივად გაიზრდება. როგორც საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში განმარტავენ, დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე პირდაპირი რეგულარული რეისების განხორციელება COVID 19 პანდემიის პირობებში დაწესებული ყველა რეგულაციის სრული დაცვით მიმდინარეობს. ,,მოხარულები ვართ, რომ რამდენიმე თვიანი პაუზის შემდეეგ, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ნელნელა იტვირთება რეგულარული რეისებით. როგორც იცით, დღეს და ხვალ პოლონეთის ორი ქალაქის, გდანსკისა და კატოვიცეს მიმართულებით განახლდება ფრენები ქუთაისიდან. ივნისიდან გვემატება უკვე პოლონეთიდან მესამე მიმართულება - ვროცლავი, ასევე ბუდაპეშტისა და ვენის მიმართულებები. რაც იმას ნიშნავს, რომ ქუთაისიდან ახლა უკვე პირდაპირი საჰაერო გზით მოხვედრა ევროპის 6 ქვეყნის 9 ქალაქში, ხოლო ცენტრალური აზიის 3 ქალაქშია შესაძლებელი.ჩვენ ვმუშაობთ ავიაკომპანიებთან, რომ ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე ახალი მიმართულებები ეტაპობრივად, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე დაამატონ", - განაცხადა აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა თამარ არჩუაძემ. უწყების ინფორმაციით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთა უსაფრთხო გადაადგილებისთვის ეროვნული რეგულაციებით და ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს (EASA) მიერ გაცემული გაიდლაინები და რეკომენდაციების შესრულება სრულად უზრუნველყოფილია. "არსებული რეგულაციების თანახმად, ტერმინალში დაიშვებიან მხოლოდ მგზავრები. ტერმინალში გამცილებლის შესვლა ნებადართულია მხოლოდ არასრულწლოვანისა და შშმ პირის თანხლების შემთხვევაში. პირბადის გარეშე ტერმინალში შესვლა აკრძალულია. მგზავრებს, რომლებსაც 37.5 ზე მეტი ტემპერატურა დაუფიქსირდებათ ტერმინალში არ დაიშვებიან. COVID 19-ის პანდემიის პერიოდში არსებული შეზღუდვებიდან გამომდინარე, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მხოლოდ ჩარტერული, საწვრთნელი და არაკომერციული დაშვებები ხორციელდებოდა", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
გახარია საქართველოსთვის: ოპოზიციური ალიანსი „ოცნების“ პოლიტიკას უწყობს ხელს
თიბისის საერთაშორისო აღიარება - ყველაზე ინოვაციური ბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში
მეუფე ნიკოლოზი - კანდიდატი კი იქნება მოსაყდრე, მაგრამ რამდენ ხმას მოაგროვებს, ამ წუთას არავინ არ იცის
პაველ ჰერჩინსკისა და მაკა ბოჭორიშვილს შორის 1 საათიანი შეხვედრა დასრულდა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)