2021-05-29 10:17:24, 580 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი გახარიას პარტიის - „საქართველოსთვის“ პრეზენტაცია დღეს გაიმართება
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას პარტიის - „საქართველოსთვის“ პრეზენტაცია დღეს გაიმართება.
ღონისძიება „ექსპო ჯორჯიას“ საგამოფენო სივრცეში 17:00 საათზე დაიწყება.
ჯერჯერობით უცნობია, თუ ვინ იქნებიან ექს-პრემიერის პარტიაში, თუმცა გუშინ, გიორგი გახარიას გუნდში გაწევრიანება ყოფილი პრეზიდენტის ადმინისტრაიის უფროსმა, გიორგი აბაშაშვილმა და საქართველოს ყოფილმა ელჩმა ნატო-ში, ლევან დოლიძემ დაადასტურეს.
შეგახსენებთ, რომ გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის პოსტი 18 თებერვალს დატოვა.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან