18:15 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-27 17:34:36, 717 ნახვა

პოლიტიკა
კარლ ჰარცელი - საქართველოს ყველაფერი აქვს ცაში ასაჭრელად

გადაუჭარბებლად ვიტყვი, რომ საქართველოს  ყველაფერი აქვს ცაში ასაჭრელად, ბალისტიკური ხომალდითაც კი, - ამის შესახებ ევროკავშირს ელჩმა, კარლ ჰარცელმა საქართველოს მთავრობისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის -  საქართველოს ეროვნული პლატფორმის ერთობლივ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ქვეყანაში არსებული ყველა დაბკოლება არ არის შიდა წარმოების, მათი ნაწილი პანდემიითა და რეგიონში გამოწვევების ზრდით არის განპირობებული.

„როდესაც ვსაუბრობთ საქართველოს ევროპულ არჩევანსა და მის გამოწვევებზე, მახსენდება ჩემი ერთ-ერთი ყველაზე პირველი ინტერვიუ საქართველოში ჩამოსვლისას, სადაც საქართველო თვითმფრინავს შევადარე, რომელიც მზად იყო ასაფრენად, როგორც კი საფრენი ბილიკი დაბრკოლებებისგან გაიწმინდებოდა.

დღესაც იგივეს ვიტყოდი. გადაუჭარბებლად ვიტყვი, რომ საქართველოს  ყველაფერი აქვს ცაში ასაჭრელად, ბალისტიკური ხომალდითაც კი. მე არაერთხელ გავხდი მოწმე ასაფრენი ბილიკის დაბრკოლებებისგან გაწმენდისა, თუმცა სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ გარკვეული რაოდენობის ქვის ნატეხებისა კვლავაც რჩება საფრენ ბილიკზე. ყველა ეს დაბრკოლება შიდა წარმოების არ არის, მათი ნაწილი პანდემიითა და რეგიონში გამოწვევების ზრდით არის განპირობებული“, - განაცხადა კარლ ჰარცელმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ორბანის გადადგომის შემდეგ უნგრეთმა რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემა შეაჩერა
საია: ხოშტარია პოლიტპატიმარია, მისთვის ადეკვატური მკურნალობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი
ოპოზიციონერ ზვიად კუპრავას სასამართლომ 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
ხოშტარია - არ არსებობს მდგომარეობა, როდესაც რომელიმე „ქოცი“, ბიძინა ივანიშვილით დაწყებული პატარა ზარქუათი დამთავრებული მსხვერპლის როლში დამინახავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics