08:37 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-27 12:19:14, 517 ნახვა

საზოგადოება
თბილისის მოსახლეობას ბუნებრივ აირზე ტარიფი გაეზრდება

თბილისის მოსახლეობას ბუნებრივ აირზე ტარიფი გაეზრდება.

გაზის სამომხმარებლო ტარიფის გაზრდასთან დაკავშირებით განცხადებას „თბილისი ენერჯი“ ავრცელებს.

კომპანია აღნიშნულის მიზეზად ვალუტის კურსის ცვლილებას ასახელებს.

„გვინდა განვმარტოთ, რომ დღევანდელი მონაცემებით ვალუტის კურსის გამო კომპანია გაზს 34 თეთრად ყიდულობს. სემეკის 2019 წლის დადგენილებით კი ყიდის 26 თეთრად. ამ მიზეზით  ბოლო წელიწად ნახევრის განმავლობაში თბილისი ენერჯიმ 25 მილიონი ლარი იზარალა. რის გამოც  საფრთხის ქვეშ დადგა თბილისის გაზის ქსელის უსაფრთხოებაზე ზრუნვა. 

აღსანიშნავია, რომ გაზის გატარება/მომსახცურების ტარიფი   არ იცვლება და ისევ 10 ტეთრია სადაც კომპანიის ყველა ხარჯია გათვალისწინებული და 2023 წლამდე მოქმედებს.

ბოლო რამდენიმე თვეა  თბილისი ენერჯი ითხოვდა ახლაც ითხოვს  მოსახლეობისთვის გაზის შესაძენი ფასის ეროვნულ ვალუტაში დაფიქსირებას. რაც ლარის კურსის ცვლილების შემტხვევაში მომავალში ტარიფის ცვლილებისგან დაიცავს როგორც მოსახლეობას ისე კომპანიას და საფრთხის ქვეშ არ დააყენებს დედაქალაქის უსაფრთხო გაზმომარაგებას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის საზღვაო ძალებმა ირანის საზღვაო ბლოკადა დაასრულეს
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics