|
2021-05-26 18:48:04, 792 ნახვა
კომენტარი
იუსტიციის მინისტრი: მინდა, ხაზი გავუსვა დღევანდელი სახელმწიფოს ისტორიულ და ორგანულ კავშირს პირველ ქართულ რესპუბლიკასთან
„26 მაისის მნიშვნელობა, რა თქმა უნდა, ძალიან დიდია ჩვენი ქვეყნისთვის. ეს არის ჩვენი ეროვნული დღესასწაული და ჩვენ ვზეიმობთ სწორედ იმას, რომ ვართ საქართველოს მოქალაქეები და გვაქვს დამოუკიდებელი სახელმწიფო. 1801 წელს დაკარგული დამოუკიდებლობა, დაახლოებით, 117 წლის შემდეგ იქნა მოპოვებული და ისტორიული მნიშვნელობა დღევანდელი დღისა განუზომლად დიდია", – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა „POSTV"-ის ეთერში განაცხადა. რატი ბრეგაძემ საქართველო მოქალაქეებს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და ყურადღება გაამახვილა „დღევანდელი სახელმწიფოს ისტორიულ და ორგანულ კავშირზე პირველ ქართულ რესპუბლიკასთან", რაც 1918 და 2015 წლის კონსტიტუციებს შორის მიმართებითაც იკვეთება: „1918 წლის კონსტიტუცია იყო თავისი დროის ერთ-ერთი ყველაზე პროგრესული დოკუმენტი, რომელმაც განამტკიცა საქართველოს დამოუკიდებლობა, ასახა ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევები, როგორიც იყო, მაგალითად, ხელისუფლების გამიჯვნა საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო შტოებს შორის, ადამიანის უფლებების დაცვა. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ჩვენ გვქონდა საარჩევნო უფლებები, მათ შორის, ქალებისათვის, რაც იმდროინდელ მსოფლიოში არცთუ ისე ფართოდ იყო გავრცელებული". იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, რომ „1918 წლის კონსტიტუციამ განამტკიცა ეროვნული უმცირესობების უფლებები და დაარეგულირა ურთიერთობა სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის". „სამწუხაროდ, პირველ ქართულ რესპუბლიკას ხანგრძლივი ისტორია არ ჰქონია, მისი არსებობა მხოლოდ სამ წელს გაგრძელდა, თუმცა, მინდა, ხაზი გავუსვა დღევანდელი სახელმწიფოს ისტორიულ და ორგანულ კავშირს პირველ ქართულ რესპუბლიკასთან. 2015 წლის „საქართველოს კონსტიტუცია" დაფუძნებულია სწორედ იმ ისტორიულ-სამართლებრივ მემკვიდრეობაზე, რომელიც ჰქონდა პირველ რესპუბლიკას", – თქვა იუსტიციის მინისტრმა.
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს
რუსეთის ძალებმა კიევის რეგიონს ბალისტიკური რაკეტებით შეუტიეს, იყო აფეთქებები
ოპერის მიმდებარედ მშენებარე სასტუმროდან მუშა გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპა
„საქართველოს ბანკის“ PLUS ბარათის მფლობელები Alta-ში სპეციალურ შეთავაზებასა - 20%-იან ქეშბექს მიიღებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)