11:16 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-26 11:43:20, 896 ნახვა

საზოგადოება
დღეიდან, საქართველოს 93-ვე დაცულ ტერიტორიაზე ვიზიტორთა მიღება განახლდა!

მარტვილის კანიონი, ოკაცეს კანიონი, ოკაცეს ჩანჩქერი, პრომეთეს მღვიმე, სათაფლია 26 მაისიდან მუშაობას ანახლებს და ვიზიტორებს სხვადასხვა საინტერესო სიახლეს სთავაზობს.

მოგზაურობის მოყვარულებს უკვე შესაძლებლობა აქვს, საქართველოს 93-ვე დაცული ტერიტორია მოინახულოს.

აღსანიშნავია, რომ სათაფლიაში ახალი ეკოტურისტული ბილიკი გაიხსნა, რომელიც მარტივი საფეხმავლოა და ბუნებაში განტვირთვის საშუალებას იძლევა. გარდა ამისა, ვიზიტორებს საშუალება აქვთ, ისიამოვნონ დინოზავრების პარკის, მუზეუმის, დინოზავრის საკონსერვაციო ნაგებობისა და შუშის პანორამული გადმოსახედის ხილვით. სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ვიზიტორთა მიღება დროებით შეჩერებულია სათაფლიას მღვიმეში, თუმცა სულ მალე აღდგება. ოკაცეს ჩანჩქერზე ზიპ-ლაინი განახლდა, რომლის სიგრძე 700 მეტრამდეა და ექსტრემალური თავგადასავლების მოყვარულებს დაუვიწყარ თავგადასავალს ჰპირდება.

სამუშაო საათები:

პრომეთეს მღვიმე : ყოველდღე  10:00 – 18:00

სათაფლიას მღვიმე: ყოველდღე  10:00 – 18:00

ოკაცეს კანიონი: ყოველდღე 10:00 – 18:00

ოკაცეს ჩანჩქერი (სოფ.კინჩხა): ყოველდღე 10:00 – 18:00

მარტვილის კანიონი: ყოველდღე 10:00 – 18:00

საყურადღებოა, რომ დაცულ ტერიტორიებზე მოგზაურობა დასაშვებია ყველა იმ რეგულაციის გათვალისწინებით, რომელიც საქართველოს მთავრობისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ არის დადგენილი.

მოგზაურთათვის რეკომენდებულია თანხის გადახდა უკონტაქტო გზით ან ბილეთების შეძენა დისტანციურად, ვებგვერდის https://guru.ge/ საშუალებით.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
შსს: პროსტიტუციის ხელშეწყობისთვის 14 პირი დააკავეს და 9 ობიექტი დალუქეს
ავსტრალია უკრაინას 100 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას გამოუყოფს
პავლოგრადზე რუსული თავდასხმის შედეგად 8 წლის გოგონა დაიღუპა
ფოდოროვი - უკრაინა მიიღებს შორ მანძილზე მოქმედ არტილერიას, ფრთოსან რაკეტებს და დრონების მხარდაჭერას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics