|
2021-05-25 16:56:31, 526 ნახვა
ეკონომიკა
2021 წლის აპრილში კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა 2.87%-ით გაიზარდა
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა (ბანკთაშორისი სესხების გარდა), 2021 წლის აპრილში, წინა თვესთან შედარებით 1.12 მლრდ ლარით (2.87%-ით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 1.43%-ით გაიზარდა) და მიმდინარე წლის პირველი მაისისათვის 40.15 მლრდ ლარი შეადგინა. მათივე ცნობით, ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 376.65 მლნ ლარით (2.17%-ით) , ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 742.48 მლნ ლარით (3.42%-ით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, გაიზარდა 0.83%-ით). სებ-ის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2021 წლის აპრილის ბოლოს, კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 5.64 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 2.59%-ით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით 14.03 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 4.10%-ით მეტი) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 1.49%-ით მეტი). უწყების ინფორმაციით, 2021 წლის აპრილის განმავლობაში 2.14%-ით, ანუ 411.13 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი მაისისათვის 19.67 მლრდ ლარი შეადგინა. მათივე ცნობით, მიმდინარე წლის პირველი მაისისათვის, მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 44.15 პროცენტი შეადგინა, 2021 წლის პირველი აპრილის მდგომარეობასთან შედარებით, შემცირდა 0.30 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, გაიზარდა 0.33 პროცენტული პუნქტით).
ნიკა მელია - ცილისმწამებლებთან აღარაფერი გაკავშირებს
ბოჭორიშვილი ჰერჩინსკიზე: ქართველი ხალხის ნება გამოხატულია საქართველოს ხელისუფლების არჩევანში
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
გახარია საქართველოსთვის: ოპოზიციური ალიანსი „ოცნების“ პოლიტიკას უწყობს ხელს
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)