|
2021-05-24 13:43:12, 1082 ნახვა
კომენტარი
ნათია თურნავა „ნამახვანჰესზე“ - ულტიმატუმები და რადიკალიზაცია არ არის სწორი გზა იმისთვის, რომ გაირკვეს ყველა დეტალი
ულტიმატუმებით საუბარი ხელისუფლებისა და საზოგადოების მიმართ მიუღებელია, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ „ნამახვანჰესის“ გარშემო მიმდინარე პროტესტთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, განსაკუთრებით მიუღებელია აქტივისტების მოწოდება, „ნამახვანჰესის“ კაშხლის დაბლოკვასა და პარალიზებასთან დაკავშირებით. „როდესაც საუბარი არის ეკოლოგიაზე, უსაფრთხოებაზე, პროექტის დეტალებზე, ეს პასუხები უნდა გაიცეს კომპეტენტურად, ექსპერტების ჩართულობით. რა თქმა უნდა, არა ქუჩაში, არა კარვებში, არა მეგაფონის მეშვეობით, რადგან ეს არ არის სწორი ფორმატი, რომ მოსახლეობამ გაიგოს სიმართლე იმიტომ, რომ ძალიან ბევრი არასწორი ინფორმაცია და მითი ცირკულირებდა. ჩვენ და ინვესტორი კომპანია ძალიან ვცდილობთ, რომ ეს მითები გააქარწყლოს და მეტი ინფორმაცია მიაწოდოს საზოგადოებას. ამიტომ, ხელისუფლებამ პირველ რიგში მიაღწია შეთანხმებას კომპანიასთან, რომ სრული მორატორიუმი არის გამოცხადებული კაშხლის მშენებლობაზე. სწორედ კაშხალი არის ის დიდი ნაგებობა, რასთან დაკავშირებითაც ძალიან ბევრი კითხვა ვრცელდებობა. ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავათა საბჭოს ხელმძღვანელის, ბატონი ბუშლეს ჩართულობა უკვე დაიწყო პირველი კონტაქტები სხვადასხვა დაინტერესებულ ორგანიზაციებთან და ესეც არაჩვეულებრივი ფორმატია იმისთვის, რომ თუნდაც აქტივისტებმა, ვინც ყველაზე აქტიურად აპროტესტებს ნამახვანის მშენებლობას გამოიყენონ ეს ფორმატი. მოვუწოდებთ მათ, რომ ჩაერთონ ამ კონსტრუქციულ რეჟიმში, კონსტრუქციულ დიალოგში, ეს არის ყველაზე სწორი საკითხის გადაწყვეტა. რაც შეეხება ულტიმატუმებს და რადიკალიზაციას, ეს არ არის სწორი გზა იმისთვის, რომ მართლაც გაირკვეს ყველა, მათ შორის ტექნიკური დეტალი. ულტიმატუმებით საუბარი ხელისუფლების მიმართაც მიუღებელია, საზოგადოების მიმართაც არის მიუღებელი. განსაკუთრებით არის მიუღებელი სხვადასხვა მოწოდება იმისკენ, რომ დავბლოკოთ, გავაჩეროთ და პარალიზება მოვახდინოთ“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
მაღალი აქტივობა: სომხეთში ამომრჩეველთა აქტივობამ საღამოს 5:00 საათის მონაცემებით თითქმის 49% შეადგინა
ტრამპმა კაპიტოლიუმის შენობაში შტურმის შედეგად დაზარალებულებისთვის კომპენსაციის გაცემის შესაძლებლობა წამოჭრა
ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის ავტოინდუსტრიები ელექტრომობილების წარმოშობის წესების შემსუბუქებას ითხოვენ ახალი ტარიფების რისკის გამო
სოფელ დიდგორთან მომხდარი ავტოავარიის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)