19:29 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-24 11:45:57, 659 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი - „ნაცმოძრაობა“ რთული დილემის წინაშეა, პარლამენტში შესვლა-არ შესვლა მათთვის თანაბრად პრობლემურია

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ რთული დილემის წინაშე დგას.

მისი თქმით, „ნაცმოძრაობის“ პარლამენტში შესვლა-არ შესვლის საკითხი მათთვის თანაბრად პრობლემურია.

„ნამდვილად აღარ მინდა ვისაუბრო ამ მართლაც რადიკალურ ჯგუფზე, „ნაცმოძრაობაზე“. რადგანაც მკითხეთ, მე გეტყვით, რომ ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან ისინი - 6 თვის განმავლობაში ამტკიცებდნენ, თითქოს, არჩევნები გაყალბდა და ა.შ. შემდეგ აღმოჩნდა ის, რომ მათ ხელი მოაწერეს რა თქმა უნდა, იმ დოკუმენტს, რომელიც ევროკავშირის მედიატორობით შემუშავდა, მათ სხვა გზა, გამოსავალი არ ჰქონდათ, რომ ამაზე თავიანთი ხელმოწერა არ განეხორციელებინათ. ახლა არიან ძალიან რთული მდგომარეობის, რთული დილემის წინაშე. მათი შესვლაც და არც შესვლაც თანაბრად პრობლემურია მათთვის, იმიტომ რომ თავად ჩაიგდეს საკუთარი თავი ასეთ ჩიხურ მდგომარეობაში“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტოკაევმა კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პირველი ხარისხის „მეგობრობის" საპატიო ორდენით დააჯილდოვა
ორბანის გადადგომის შემდეგ უნგრეთმა რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემა შეაჩერა
საია: ხოშტარია პოლიტპატიმარია, მისთვის ადეკვატური მკურნალობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი
ოპოზიციონერ ზვიად კუპრავას სასამართლომ 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics