18:45 - 24 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-23 14:27:31, 852 ნახვა

კომენტარი
ირაკლი კობახიძე - საარჩევნო უბნების 10% გადათვლილი იქნება, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, რაც საქართველოში 30 წლის მანძილზე არ მომხდარა

„საარჩევნო უბნების 10% გადათვლილი იქნება, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, რაც საქართველოში 30 წლის მანძილზე არ მომხდარა“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ოპოზიციის ნაწილმა შეიძლება საბაბი მოძებნოს, რომ ამ ყველაფერს მხარი არ დაუჭიროს.

„საარჩევნო პაკეტი ფუნდამენტურ ცვლილებებს ითვალისწინებს. მათ შორის საუბარია, საარჩევნო ადმინისტრაციის ფუნდამენტურ ცვლილებაზე, როგორც იცით, ოპოზიციის წარმომადგენლობა იზრდება.

გარდა ამისა, მინიმუმ საარჩევნო უბნების 10% გადათვლილი იქნება, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, რაც საქართველოში ამ 30 წლის მანძილზე არასდროს არ მომხდარა.

ესაა ფუნდამენტური ცვლილებები, რომელიც საარჩევნო გარემოს საქართველოში კიდევ უფრო გააუმჯობესებს.

ოპოზიციის ნაწილმა შეიძლება საბაბი მოძებნოს, რომ ამ ყველაფერს მხარი არ დაუჭიროს, დანარჩენი პაკეტი მხარდაჭერის საუკეთესო საფუძველს იძლევა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
გაინტერესებს როგორ დააგროვო PLUS ქულები საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას?
კაცს, რომელმაც რომელმაც ვერაზე 4 პირი დაჭრა, 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics