|
2021-05-22 10:21:45, 434 ნახვა
პოლიტიკა
გენადი არველაძის თანათავმჯდომარეობით საქართველო-უნგრეთის ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის სხდომა გაიმართა
თბილისში საქართველო-უნგრეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის რიგით მე-4 სხდომა გაიმართა. მას თანათავმჯდომარეობდნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე და უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის სამინისტროს სამოქალაქო დაზვერვის საკითხთა სახელმწიფო მდივანი ტამაშ ვარგა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, კომისიის ფარგლებში განხილულ იქნა საქართველო-უნგრეთს შორის თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები ისეთი სფეროებში, როგორიცაა: ვაჭრობა და ინვესტიციები, ტურიზმი, სოფლის მეურნეობა, გარემოს დაცვა და ენერგეტიკა, ტრანსპორტი, კავშირგაბმულობა და ინოვაციები, განათლება და მეცნიერება, კულტურა და სპორტი. უწყების ცნობით, აღსანიშნავია, რომ 2020 წლის მონაცემებით, უნგრეთი-საქართველოს შორის სავაჭრო ბრუნვა 4%-ით გაიზარდა და ამასთან, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, პანდემიის მიუხედავად, 2020 წელს ქართული პროდუქციის ექსპორტი უნგრულ ბაზარზე 20%-ით გაიზარდა. „ევროპულ ბაზარზე ქართული პროდუქციის ექსპორტის წილის ზრდის ხელშეწყობა და ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის შესახებ (DCFTA) შეთანხმებით გათვალისწინებული შესაძლებლობების ქართული კომპანიების მიერ მაქსიმალური გამოყენება ჩვენი ერთი-ერთი პრიორიტეტია. შესაბამისად, ქართული ექსპორტის ორციფრიანი ზრდა უნგრეთის ბაზარზე მართლაც მისასალმებელია და ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ ერთობლივი ნაბიჯებით მომავალში ეს ტენდენცია შენარჩუნდება და კიდევ უფრო გაიზრდება," - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ქართულმა მხარემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა 2021 წლის თებერვალში, საქართველოს მიერ საჰაერო ფრენებზე შეზღუდვების მოხსნის შემდეგ, უნგრული ავიაკომპანია WizzAir-ის მიერ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენების განახლების მნიშვნელობაზე, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ქვეყანაში საერთაშორისო ვიზიტორების ნაკადების ზრდას და ტურიზმის ეტაპობრივ აღდგენას საქართველოში. „სხდომის დასასრულს ხელი მოეწერა საქართველო-უნგრეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-4 სხდომის ოქმს.
ასევე ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრსა და უნგრეთის სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის შესახებ. აღსანიშნავია, რომ უნგრეთის სამთავრობო დელეგაციამ საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, გამართა ორმხრივი შეხვედრები საქართველოს სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობასთან, ასევე განხორციელდა გაცნობითი ხასიათის ვიზიტები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში", - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ტოკაევმა კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პირველი ხარისხის „მეგობრობის" საპატიო ორდენით დააჯილდოვა
ორბანის გადადგომის შემდეგ უნგრეთმა რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემა შეაჩერა
საია: ხოშტარია პოლიტპატიმარია, მისთვის ადეკვატური მკურნალობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი
ოპოზიციონერ ზვიად კუპრავას სასამართლომ 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)