14:32 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-21 11:20:45, 700 ნახვა

სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა, პროკურატურის მოწმეების გამოკითხვით უნდა დაიწყოს.

სასამართლო პროცესს არ დაესწრება თავად ბრალდებული, ნიკა მელია, რადგან მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა ის სასამართლო დარბაზიდან ერთ-ერთ პროცესზე გააძევა.

როგორც ნიკა მელიას ადვოკატმა, გიორგი კონდახიშვილმა პროცესის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, ბრალდების მხარის ძირითადი მოწმეები ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომლები არიან.

„იწყება არსებითი სასამართლო სხდომა, სადაც ბრალდების მხარის მტკიცებულებები უნდა გამოვიკვლიოთ. ჩვენდა სამწუხაროდ, ჯერჯერობით ჩვენთვის უცნობია, კონკრეტულად რომელი მოწმეების მოყვანას აპირებს ბრალდების მხარე. ბრალდების ძირითადი მოწმეები არიან ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომლები, დაახლოებით 90%, რომლებიც აძლევენ ჩვენებას მათ მიერ მიღებულ დაზიანებებთან დაკავშირებით“, - განაცხადა ნიკა მელიას ადვოკატმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ფასდაკლებული პროდუქტის სამთავრობო პორტალი ჩაირთო
გვარაკიძე: კვლავ მკაცრი იყო პროკურატურის პოლიტიკა ოჯახურ დანაშაულზე, ყველას პატიმრობას ვითხოვდით
საქმე ეხება ფსიქოტროპული წამლებით უკანონო ვაჭრობას - დაკავებულია 17 პირი
რუსეთის კიდევ შვიდ რეგიონში ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დაწესდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics