12:34 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-20 13:32:49, 415 ნახვა

საზოგადოება
DataFest Tbilisi სპეციალური გამოშვებით DataFest Online - All About AI - ით ბრუნდება!

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან პარტნიორობით,  აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში ყველაზე პრესტიჟული, ყოველწლიური მონაცემთა ფესტივალი DataFest Tbilisi კვლავ ციფრული გამოშვებით ბრუნდება. DataFest Online - All About AI თავს მოუყრის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის მონაცემებით დაინტერესებულ პროფესიონალებს - ერთმანეთისთვის შთაგონებისა და გამოცდილების გასაზიარებლად და მნიშვნელოვანი კავშირების დასამყარებლად.  

DataFest Online 2021 წლის 20 მაისს დაიწყება და სამ დღეს გაგრძელდება. ღონისძიება  გააერთიანებს გამოსვლებს, ვორქშოპებსა და პანელურ დისკუსიებს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებაზე ტექნოლოგიებში, ბიზნესსა და საზოგადოებრივი სარგებლისთვის. 21 მაისს, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან პარტნიორობით, AI Startup Expo-ს ფარგლებში, ფესტივალზე წარსდგებიან ქართველი სტარტაპები, რომლებიც ხელოვნური ინტელექტის სფეროში საქმიანობენ.  

უკანასკნელი ოთხი წლის განმავლობაში DataFest Tbilisi-ზე მსოფლიო დონის 150-ზე მეტმა სპიკერმა და ტრენერმა გაუზიარა საზოგადოებას საკუთარი ცოდნა და გამოცდილება. ფესტივალი კვლავ ვარსკვლავური სპიკერების სიმრავლით გამოირჩევა და უმასპინძლებს ისეთ გამომსვლელებსა თუ ტრენერებს, როგორებიც არიან: Zaka-ს თანადამფუძვნებელი და აღმასრულებელი დირექტორი - კრისტოფ ზოღბი, AICenter Sweden - ის დირექტორი ჰანი ვაჰაბი, IMB-ის პროექტის ლიდერი და მონაცემთა მეცნიერი ბრაიან გილიკინი, AICenter Sweden-ის გენერალური დირექტორი რეზა მოუსავი.

ფესტივალის ორგანიზატორია მონაცემთა ვიზუალიზაციის ორგანიზაცია ფორსეტი. ღონისძიების პარტნიორები არიან საქართველოს ბანკი და გრანთ თორნტონი. ფესტივალის მთავარი მედია პარტნიორია NEXT.On.ge.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
საქართველოში ვიზიტის შემდეგ, ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი ანგარიშს აქვეყნებს
მოემზადეთ PLUS-ის დაბადების დღისთვის - მიიღეთ 20%-იანი PLUS ქულების ქეშბექი Alta-ში DREAME-ის პროდუქციის შეძენისას
ქალი პოლიტიკოსები რუსთავის ციხესთან შეიკრიბნენ და ელენე ხოშტარიას სოლიდარობა გამოუცხადეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics