16:28 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-18 15:42:53, 1809 ნახვა

ომი უკრაინაში
საქართველოში ჩინური წარმოების „სინოვაკით“ ვაქცინაცია მომდევნო კვირაში დაიწყება

საქართველოში ჩინური წარმოების „სინოვაკით“ ვაქცინაცია მომდევნო კვირაში დაიწყება, - აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ იმუნიზაციის საბჭოს დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც თამარ გაბუნიამ განმარტა, ჩინური წარმოების „სინოვაკით“ აცრას 18-წელს ზემოთ მოქალაქეები შეძლებენ.

„სინოვაკით“ ვაქცინაცია მომდევნო კვირაში დაიწყება. თარიღს დამატებით დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი გააჟღერებს. „სინოვაკი“ ელოდება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციას. ექსპერტების შუალედური დასკვნა, რომელიც დადებითად ახასიათებს „სინოვაკის“ შედეგებს უკვე გამოქვეყნებულია. ვფიქრობ, რომ ავტორიზაცია მალე იქნება, თუმცა იმისთვის, რომ ეპიდემიოლოგიური საჭიროებები სწრაფად იქნეს მოცული და მოსახლეობას ვაქცინასთან ხელმისაწვდომობა ჰქონდეს, „სინოვაკით“ ვაქცინაცია მომავალი კვირიდან დაიწყება. მოცვა იქნება 18 წლის ზემოთ“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
„საზოგადოება იწყებს დაღლას.“ პუტინის რეიტინგი საპენსიო რეფორმის შემდეგ მკვეთრად დაეცა.
საააპელაციო სასამართლომ საბა ჯიქიას გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა
DRI: კრიტიკული მედიისთვის სახელმწიფო საგადასახადო ინსტრუმენტს შერჩევითად იყენებს
ოპოზიციის ალიანსი: დიუშენის შემთხვევამ ცხადყო, რამდენად მოშლილია სახელმწიფო ინსტიტუცია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics