15:03 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-18 12:46:27, 345 ნახვა

საზოგადოება
თბილისის მერიამ 466 ავტოფარეხი 34 ახალი სკვერით ჩაანაცვლა

თბილისის მერიამ ავტოფარეხების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, 466 ავტოფარეხის ადგილზე 34 სკვერი მოაწყო.

ამის შესახებ დედაქალაქის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ ურბანული განვითარების პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული პროექტებისა და ღონისძიებების ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა.

„ავტოფარეხების ჩანაცვლების პროგრამა, ეს არის ქალაქის მერის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება შექმნა მნიშვნელოვანი ურბანული სიკეთე ერთი მარტივი გადაწყვეტილებით. 466 ავტოფარეხის ნაცვლად 34 ახალი სკვერი ჩვენი ქალაქის უბნებში - მოსახლეობასთან კომუნიკაციის გზით და გამგეობების აქტიური მუშაობის შედეგად, ავტოფარეხები სკვერებით ჩანაცვლდა“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

თბილისის ვიცე-მერის თქმით, ქალაქში დამატებით, 4 000 000 კვ.მ ტერიტორიას მიენიჭა მწვანე სივრცის სტატუსი და განისაზღვრა ხუთი ახალი საპარკე არეალი.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კალაძე: ელენე ხოშტარიას მინდა, მალე გამოჯანმრთელება ვუსურვო
ევროპარლამენტში გაფართოების საკითხებზე იმსჯელებენ - ევროსკოპის ინფორმაციით, შეხვედრაზე ქართული დელეგაცია არ იქნება
სასამართლომ 4 ოქტომბრის მოვლენებზე ბრალდებული 7 პირი დამნაშავედ ცნო, პატიმრობა მიესაჯათ
„გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics