|
2021-05-17 17:59:58, 597 ნახვა
რეგიონი
ახალი საბავშო ბაღი სოფელ გრაკალს
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ გრაკალში საბავშო ბაღის მშენებლობა დასრულების პროცესშია. სკოლამდელი დაწესებულება აღსაზრდელთა ერთ ჯგუფზე აშენდა, აკმაყოფილებს თანამედროვე მოთხოვნებს, იღჭურვება საჭირო ინვენტარითა და ტექნიკით, მწვანდება ეზო, საბავშო მოედანზე კი გასართობი საშუალებები მოეწყობა. სოფლის საბავშვო ბაღი დღემდე ნაქირავებ შენობაშია განთავსებული და ბავშვებისთვის საჭირო პირობებს ვერ აკმაყოფილებს. ახლის მშენებლობა კი დროული და მნიშვნელოვანია. სამშენებლო სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ხარისხი 2“ ახორციელებს მისი ღირებულება 474 896 ლარია და მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. სკოლამდელ დაწესებულებებში სათანადო პირობების შექმნა მუნიციპალიტეტისთვის პრიორიტეტია. ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობა მალე დასრულდება სოფელ იგოეთსა და სადგურ მეტეხის დასახლებაშიც. საბავშვო ბაღების სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს სოფელ რენესა და ქვემოჭალაში. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების კეთილმოწყობის პროცესი გაგრძელდება, რათა ყველა პატარას ქონდეს ლამაზ გარემოში ყოფნის შესაძლებლობა - აღნიშნა კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ. #გაიგერაკეთდებაშენსსოფელში
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)