|
2021-05-17 14:17:23, 541 ნახვა
რეგიონი
20 მაისს გორში დასაქმების ფორუმი იმართება
20 მაისს, სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსა და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის ორგანიზებით, ქ. გორში, გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარედ დასაქმების ფორუმი ჩატარდება. (მისამართი: სტალინის ქ. 16). ფორუმი 11.00 საათიდან დაიწყება და 14.00 საათამდე გაგრძელდება. დასაქმების ფორუმი გაიმართება ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „სწავლა, წვრთნა, მიღწევა და კავშირების დამყარება დასაქმებისთვის! (ისწავლე დასაქმებისთვის!)“ ფარგლებში. ფორუმზე შიდა ქართლში არსებული 30-ზე მცირე და საშუალო ბიზნესი ვაკანსიებს წარმოადგენს. ღონისძიებაში ჩაერთვება 300–ზე მეტი სამუშაოს მაძიებელი, რომლებსაც შესაძლებლობა ექნებათ შეხვდნენ დამსაქმებლებს, გაესაუბრონ სასურველი ვაკანსიის თაობაზე და წარმოაჩინონ საკუთარი უნარები პოტენციურ დამსაქმებლებთან პირდაპირი კომუნიკაციის გზით. სამუშაო ადგილები ძირითადად მომსახურების და წარმოების სფეროებიდან იქნება წარმოდგენილი. ფორუმის თანაორგანიზატორები არიან: კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN), მიმდინარე პროექტის “EU4Youth: სოციალური მეწარმეობის ეკოსისტემის განვითარება (SEED) მწვანე ზრდისთვის” ფარგლებში, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო (SESA), შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი და საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG) პროექტის „ცოდნისა და უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმების გაძლიერება (LINKS)“ ფარგლებში, რომელსაც ორგანიზაცია საქართველოს ღია საზოგადოების ფონდთან (OSGF) თანამშრომლობით, ევროკავშირის მხარდაჭერით ახორციელებს. პროექტს „სწავლა, წვრთნა, მიღწევა და კავშირების დამყარება დასაქმებისთვის! (ისწავლე დასაქმებისთვის!)“ განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC), თელავის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (TEDEC), აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოსთან (EAARA), ფონდ „აფხაზინტერკონტი“-სა (AIC) და გურიის ახალგაზრდულ რესურსცენტრთან (GYRC) ერთად, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)