2021-05-16 16:37:14, 811 ნახვა
პოლიტიკა
„ერთობა, რაობა, იმედი“ - ლევან ვასაძემ მოძრაობა ოფიციალურად დააფუძნა
„ერთობა, რაობა, იმედი“ - ლევან ვასაძემ მოძრაობა ოფიციალურად დააფუძნა.
ამასთან დაკავშირებით, ლევან ვასაძე 9 აპრილის პარკში საკუთარ მხარდამჭერებს შეხვდა და მათ წინაშე სიტყვით გამოვიდა.
როგორც ის აცხადებს, აღნიშნული მოძრაობა მალე პოლიტიკურ პარტიად გარდაიქმნება და ქვეყანაში ბევრ რამეს შეცვლის.
"ჩვენ გველოდება წინ წინააღმდეგობები, მაგრამ მტკიცედ გვწამს, რომ ქართველი ხალხის მხარდაჭერით შევძლებთ გავარღვიოთ ეს მოჯადოებული წრე", - განაცხადა ვასაძემ.
შეგახსენებთ, რომ ლევან ვასაძემ მოძრაობის "ერთობა, რაობა, იმედის" დაფუძნების შესახებ პირველად მაისს განაცხადა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,