|
2021-05-16 11:31:01, 955 ნახვა
მსოფლიო
Reuters-ის ცნობით, ისრაელმა ღაზის სექტორში „ჰამასის“ ლიდერის სახლი დაბომბა
ისრაელმა ღაზის სექტორში „ჰამასის“ ლიდერის იეჰია სინვარის სახლი დაბომბა, - აღნიშნულ ინფორმაციას სააგენტო „როიტერსი“ ავრცელებს. როგორც მედია იუწყება, აღნიშნული თავდასხმის შედეგად მინიმუმ 4 ადამიანი გარდაიცვალა. ისრაელის მიერ განხორციელებული ქმედებების პარალელურად თავდასხმები თელ-ავივის მიმართულებით „ჰამასმაც“ განახორციელა, რის შედეგადაც ათამდე ადამიანი დაიღუპა. შეგახსენებთ, რომ „ისრაელის მიერ განხორციელებული ავიაიერიშის შედეგად, „ალ-ჯაზირასა“ და „ასოშიეთიდ პრესის“ ოფისებიც დაიბომბა. „ბიბისის“ ცნობით, შენობაში მყოფი პირებისთვის ავიაიერიში შესახებ ინფორმაცია დროულად გახდა ცნობილი და შედეგად მოქალაქეების დროული ევაკუაცია მოხდა. როგორც BBC იუწყება, ადგილზე მედიის ოფისების გარდა, საცხოვრებელი ბინებიც იყო, ხოლო დაბომბვის შედეგად შენობა სრულად განადგურდა. ბოლო მონაცემებით, ღაზის სექტორში სულ 153 ადამიანი გარდაიცვალა, რომელთა შორისაც 42 ბავშვია. ვრცელდება ინფორმაცია ათასობით დაშავებულის შესახებ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)