2021-05-15 10:44:35, 711 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტში საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით უმრავლესობისა და ოპოზიციის მორიგი შეხვედრა გაიმართება
საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით, დღეს უმრავლესობისა და საპარლამენტო ოპოზიციის მორიგი შეხვედრა გაიმართება.
სხდომა საკანონმდებლო ორგანოში 17:00 საათზეა ჩანიშნული.
დღევანდელ შეხვედრაზე პოლიტიკური პარტიები იმ დარჩენილ საკითხებზე იმსჯელებენ, რომელთა განხილვაც წინა შეხვედრაზე ვერ მოხერხდა. ამასთან, ისინი ცესკო-ში წარმომადგენლის ყოლაზეც იმსჯელებენ.
მომავალ კვირას საარჩევნო რეფორმა ვენეციის კომისიას გადაეგზავნება, რის შემდეგაც საპარლამენტო განხილვები დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის ეს რიგით მესამე შეხვედრაა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,