|
2021-05-14 10:41:20, 9764 ნახვა
სამხედრო
JTEC დამკვირვებელ-მაკონტროლებელთა მომზადების საერთაშორისო კურსს მასპინძლობს
ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) დამკვირვებელ-მაკონტროლებელთა მომზადების საერთაშორისო კურსი მიმდინარეობს. სწავლებაში ქართველი, ამერიკელი, ლიეტუველი და უკრაინელი სამხედროები მონაწილეობენ. მეცადინეობებს ქართველ ინსტრუქტორებთან ერთად ლიეტუველი ოფიცრები ატარებენ. ხუთდღიანი კურსი თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობებისგან შედგება. მონაწილეები პრაქტიკულ ნაწილს ნორიოს საწვრთნელ ბაზაზე გადიან, სადაც დღეს ათეულის საბრძოლო ვარჯიშის ფარგლებში დანაღმული მავთულხლართიანი დაბრკოლების გარღვევის ოპერაცია შეასრულეს. მეცადინეობას წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალი, პოლკოვნიკი ზურაბ ხვიჩია, ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი დავით გაგუა და ლიეტუვას, ლატვიის, ესტონეთისა და უკრაინის თავდაცვის ატაშეები დაესწრნენ. პროგრამა მიზნად ისახავს დამკვირვებელ-მაკონტროლებელი სამხედროების მომზადებას ნატოს სტანდარტების შესაბამისად, რომლებიც საერთაშორისო სწავლებებში მიიღებენ მონაწილეობას. სწავლების განმავლობაში მსმენელები იმ უნარ-ჩვევებს იძენენ, რომელიც მომავალში დაკვირვებისა და შეფასების პროცესში გამოადგებათ. სწავლების დასრულების შემდეგ მსმენელები ქვედანაყოფებში წვრთნების დროს თანამებრძოლების შეფასებას, დაკვირვებასა და პროფესიულად მოქმედების შემდგომ მიმოხილვას განახორციელებენ. აღნიშნული კურსი მომავალშიც რეგულარულად ჩატარდება და უფრო მასშტაბური გახდება.
ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ აღუდგა დიდუბის, ვაკის, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონებს, ასევე ქუთაისის, ჭიათურის, საჩხერის, ონისა და ამბროლაურის ნაწილს
სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგია ავარიულად გაითიშა და მიწოდება ეტაპობრივად აღდგება
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)