|
2021-05-14 10:20:57, 1304 ნახვა
მსოფლიო
ბენიამინ ნეთანიაჰუ - ოპერაცია გაგრძელდება მანამ, სანამ ისრაელში მშვიდობა და უსაფრთხოება არ აღდგება
ეს ოპერაცია გაგრძელდება იქამდე, ვიდრე ისრაელის სახელმწიფოში მშვიდობა და უსაფრთხოება არ აღდგება, - ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ისინი ისრაელის ქალაქებში „ანარქიას“ არ შეეგუებიან. „ისრაელის მოქალაქეებო, ჩვენ ორ ფრონტზე ვიბრძვით, მე განვაცხადე, რომ „ჰამასს“ და სხვა ტერორისტულ ორგანიზაციებს ძალიან დიდ საფასურს გადავახდევინებთ. ჩვენ ამას ვაკეთებთ და ასეც გავაგრძელებთ დიდი ძალით. ბოლო სიტყვები ჯერ არ თქმულა და ეს ოპერაცია გაგრძელდება იმდენ ხანს, რამდენიც საჭიროა ისრაელის სახელმწიფოში მშვიდობისა და უსაფრთხოების აღსადგენად. მეორე ფრონტი ისრაელის ქალაქებია, ვიმეორებ რაც დღეს ვთქვი, ჩვენ 100%-ით დავეხმარებით პოლიციას და სხვა უსაფრთხოების ძალებს რათა ისრაელის ქალაქებში აღვადგინოთ წესრიგი და სამართლია, ჩვენ არ შევეგუებით ანარქიას“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ. შეგახსენებთ, რომ ისრაელი ღაზის სექტორზე საჰაერო და სახმელეთო თავდასხმებს ახორციელებს. ამასთან, გრძელდება მოძრაობა „ჰამასის“ სარაკეტო დარტყმები ისრაელის ქალაქებზეც.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)