|
2021-05-13 22:01:40, 778 ნახვა
საზოგადოება
დასაქმება ზაფხულში
ჰაერში ტემპერატურის ნელ-ნელა ზრდა ბევრ მოლოდინებს გვიქადის, შესაბამისად ყველანი ვცდილობთ რაც შეიძლება ნაყოფიერად გამოვიყენოთ წლის რამდენიმე ყველაზე ცხელი თვე ისე, რომ დაუვიწყარი იყოს. ამ პერიოდში სასწავლებლებში დასვენების პერიოდია გამოცხადებული, რაც შესანიშნავ შესაძლებლობას იძლევა სამსახურის მაძიებლებისთვის, ვინაიდან თუ აქამდე დროის არ ქონის გამო შეიძლება უარი გეთქვათ სტაჟირებაზეც კი, ახლა ეს გამართლებელი საბუთი აღარ მოქმედებს. ზაფხულში შედარებით ბევრი შესაძლებლობა იშლება ჩვენს წინ, არ აქვს მნიშვნელობა რისი გაკეთება გაქვთ ჩაფიქრებული - თქვენი შეძენილი ცოდნის მიხედვით სტაჟირებას თუ კონკრეტულ პოზიციას უმიზნებთ თუ საკუთარი ფინანსების მოძლიერება გსურთ სეზონი სამსახურით, წლის ამ დროს ნამდვილად მოიძებნება თქვენთვის ადგილი, მთავარია იცოდეთ რისი გაკეთება გსურთ და სწორად ეძებოთ. ახალ სამსახურში დასაქმება გამოუცდელი ადამიანისთვის ერთი-ორად რთული ამბავია, თუმცა თუ ცდა არ დააკლებთ ბევრი უარის თქმის შემდეგ აუცილებელად მიიღებთ სასურველს. დამსაქმებლებმა უმეტესად ზუსტად იციან ვის ეძებენ და ხშირად გამოუცდელ კადრსაც სთავაზობენ თავის გამოჩენის შესაძლებლობას, უბრალოდ, როგორც უკვე ვახსენეთ, მთავარია სწორ დროს სწორ სწორ ადგილას აღმოჩნდეთ, ანუ სასურველი სფეროს მიმართ გაიჩინეთ მეტი ინტერესი, გამოიწერეთ ბაზარზე არსებული კომპანიები და თვალი ადევნეთ მათ აქტივობებს. ლინქდინზე თუ ორგანიზაციების წარმომადგენლებს დაიმატებთ, საქმეს უფრო გაიმარტივებთ. ზაფხულის პერიოდი ერთგვარი მზადებაა მომავალი სეზონისთვის, ამიტომ ხშირად აცხადებენ ვაკანსიებს ამ პერიოდში. საკუთარი პროფესიის გარდა ძალიან საინტერესოა სხვა სფეროში ძალების მოსინჯვაც, ამიტომ მიეცით შანსი ნებისმიერ შესაძლებლობას, მიდით გასაუბრებაზე და მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყვიტეთ რამდენად გიღირთ შემოთავაზებული პირობები. კომპანიებისთვის გამოუცდელი ადამიანების დასაქმება საკმაოდ საინტერესოა, შესაბამისად ზაფხულის პერიოდში ხშირად დებენ ისეთ ვაკანსიებს, რომელიც მორგებულია სტუდენტებზე და სადაც შეიძლება დროებით მაინც მოსინჯოთ ძალები, დაინტერესების შემთხვევაში კი სწავლის დაწყებისას თუ გადაწყვეტთ დარჩენას, შეიძლება საკმაოდ საინტერესო წინადადებაც შემოგთავაზონ. ზაფხულში, როგორც წესი, ყველაზე აქტიური სეზონური საქმიანობაა, სადაც რამდენიმე თვით მუდმივად სჭირდებათ ახალგაზრდები. საინტერესო საქმესთან ერთად და ანაზღაურებაც საკმაოდ მაღალია და ამას თუ დავუმატებთ იმას, რომ ზღვისპირეთის კურორტებზე მოგიწევთ გაჩერება, ერთი-ორად იმატებს დაინტერესება ამ საქმისადმი. ადგილობრივი რესტორნები თუ ბარები ყველაზე აქტიურია ამ პერიოდში დასაქმების კუთხით, შესაბამისად თუ დაინტერესებული ბრძანდებით, ახლა საუკეთესო დროა მოძიება და მომზადება დაიწყოთ. სეზონური საქმიანობის გარდა, შესაძლებელია ეს პერიოდი დამატებითი ტრენინგებისთვისაც აიღოთ, რაც დაგეხმარებათ კონკრეტული საქმიანობის შესწავლაში და სწავლის დაწყებისას პარალელურად დასაქმებისთვისაც იქნებით მზად. ამ შემთხვევაში აუცილებელია ზუსტად იცოდეთ და ერკვეოდეთ რისი გაკეთება გსურთ, ვინაიდან საკმაოდ ბევრი ტრენინგია ხელმისაწვდომი, რომელიც ნიშურ საქმიანობაზეა ორიენტირებული. ზაფხულის ცხელი დღეების გატარება თუ კომფორტულ ოფისში გსურთ, თუმცა გამოცხადებულ ვანაკანსიებს ვერ მიაგენით, შეგიძლიათ სასურველ კომპანიას ფეისბუქ გვერდზე მიწეროთ, დააზუსტოთ დეტალები, შესთავაზოთ თქვენი კანდიდატურა და სთხოვოთ თქვენც გაგითვალისწინოთ თუ რაიმე სიახლე იქნება.
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ევროპაში საბრძოლო ველზე სუპერტანკი წარადგინეს, რომელიც რობოტული კოშკურითა და დრონებითაა აღჭურვილი .
ვენსი შვეიცარიაში ირანთან მოლაპარაკებებისთვის ჩავიდა
მზია ამაღლობელი - ელენე ხოშტარიას მდგომარეობის დაიგნორება გაუჭირდებათ - მინდა მას ვუთხრა, რომ მარტო არ არის
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
ბუდანოვმა ნავროცკის გადაწყვეტილების შემდეგ პოლონეთიდან ჯილდო დააბრუნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)