|
2021-05-13 21:56:56, 474 ნახვა
საზოგადოება
ავტოსესხის უპირატესობები
ნებისმიერ დროს და ნებისმიერი შემთხვევაში საკუთარი ავტომობილის ყოლა ძალიან დიდი კომფორტია, რაც საშუალებას გაძლევთ იყოთ მეტად თავდაჯერებული და ახალი გამოწვევებიც უფრო მარტივად მიიღოთ. მანქანა ხომ პირველ რიგში შესაძლებლობაა წახვიდე სადაც გინდა და როცა გინდა, გზაში კი მართვით ისიამოვნო. სწორედ ამიტომ ყველა ჩვენგან ადრეული ასაკიდანვე მუდმივად ინტერესი გვაქვს და ჩვენი სამოგზაურო ოცნებები ხშირად ავტომობილით მგზავრობასაც უკავშირდება და როგორც კი საოცნებო მართვის მოწმობას ხელში ჩავიგდებთ, თუ ჯერ საკუთარი ავტომობილი არ გვყავს, მაშინვე ამ პრობლემის მოგვარებაზე ვიწყებთ ფიქრს, განვიხილავთ უამრავ ალტერნატივას და აინუნშიაც არ ვაგდებთ იმ ფაქტს, რომ შეიძლება კარგად ტარება ჯერ კიდევ არ ვიცოდეთ. პირველი ავტომობილის შეძენა უმეტესად ფინანსების არქონის გამო კრახით სრულდება ან რაღაც პერიოდით გადაიწევს ხოლმე, თუმცა თუ საკუთარი შემოსავალი უკვე გაქვთ, ამ პრობლემის სწრაფად ეფექტურად გადაწყვეტა დღესვე შეგიძლიათ. ავტო სესხი კრედიტია, რომელიც სხვა სესხებისგან განსხვავებით მიზნობრიობითა და დაბალი პროცენტით გამოირჩევა, რაც საშუალებას გაძლევთ სასურველი ავტომობილი მართვა რაც შეიძლება მოკლე დროში შეძლოთ. პირობები მაქსიმალურად თქვენზეა მორგებული და თუ მუდმივი შემოსავალი გაქვთ, მის დაფარვას კონკრეტულ პერიოდში უმტკივნეულოდ შეძლებთ. დაბალი საპროცენტო პირობების გარდა, ავტოსესხის უზრუნველყოფა ხდება ავტომობილის გირავნობით, როდესაც მისი მართვის უფლება თქვენ გრჩებათ და არ საჭიროებს მესამე პირის ჩართულობას. მისი მიზნობრიბოდან გამომდინარე, კრედიტი გაიცემა მხოლოდ ავტომობილის შეძენის შემთხვევაში და წარმოადგენს გრძელვადიან სესხს, რომლის პირობებიც ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე დგება და მომგებიანია ორივე მხარისთვის, შესაბამისად ბანკთან თუ საფინანსო ორგანიზაციასთან პირობების განხილვისას შეგიძლიათ საკუთარი პირობებიც შესთავაზოთ. ავტო სესხი შესაძლებლობას გაძლევთ უმოკლეს დროში გყავდეთ საკუთარი ავტომობილი, აქედან გამომდინარე მისი აღების პროცედურა ძალიან გამარტივებულია. განაცხადის შევსება შეგიძლიათ როგორ ონლაინ, კომპანიის ვებ-გვერდზე, ასევე ფილიალში ვიზიტით, ეს დამოკიდებულია იმაზე, რომელი ვარიანტიც თქვენთვის უფრო კომფორტული იქნება. განაცხადის შევსებიდამ საშუალოდ მხოლოდ 30 წუთია საჭირო დასამტკიცებლად, რის შემდეგაც უკვე შესაბამისი პროცედურების გავლა იქნება საჭირო და უკვე შეგეძლებათ მანქანის შეძენა. გაითვალისწინეთ, ავტო სესხით სარგებლობისას აუცილებელია ავტომობილი უკვე არჩეული გქონდეთ, ვინაიდან პროცედურულად სწორად ეს ავტომობილი იქნება საჭირო განაცხადის შედგენისას. ავტო სესხის პირობები შეიძლება სხვადასხვა ორგანიზაციაში განსხვავდებოდეს, თუმცა არსებობს საერთო კრიტერიუმები, რაც უმეტესობა მათგანისთვის ერთია. როგორც წესი, შეზღუდვა ეხება გამოშვების წელს და უმეტესად დაშვებულია განაცხადის გაკეთება 1995-დან შემდგომი წლების ავტომობილზე. ასევე, დადგენილია მინიმალური ასაკობრივი ზღვარიც - აუცილებელია 21 ან მეტი წლის იყოთ, ზოგიერთ კომპანიაში კი ასაკი 20 წლამდეცაა დაყვანილი. სესხის მოცულობას ავტოექსპერტი ადგენს, რომელიც ყურადღებას ამახვილებს მანქანის მარკაზე, წლოვანებასა და მდგომარეობაზე. სესხის პირობებს გაეცანით ყურადღებით, მნიშვნელოვანია წინასწარ იცოდეთ გადახდის გრაფიკი და ხელშეკრულების სხვა დეტალებიც. გაითვალისწინეთ, სესხის განაცხადის შევსებისას თან გქონდეთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და ავტომობილის ტექნიკური პასპორტი.
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ევროპაში საბრძოლო ველზე სუპერტანკი წარადგინეს, რომელიც რობოტული კოშკურითა და დრონებითაა აღჭურვილი .
ვენსი შვეიცარიაში ირანთან მოლაპარაკებებისთვის ჩავიდა
მზია ამაღლობელი - ელენე ხოშტარიას მდგომარეობის დაიგნორება გაუჭირდებათ - მინდა მას ვუთხრა, რომ მარტო არ არის
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
ბუდანოვმა ნავროცკის გადაწყვეტილების შემდეგ პოლონეთიდან ჯილდო დააბრუნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)