|
2021-05-13 21:26:16, 676 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა „ჩალიკ ჰოლდინგის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს, აჰმეთ ჩალიკს შეხვდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა მსხვილი თურქული კომპანიის „ჩალიკ ჰოლდინგის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს აჰმეთ ჩალიკს შეხვდა, რომლის დროსაც განიხილეს საქართველოს ენერგეტიკის სექტორში არსებული ვითარება და თურქული ჰოლდინგის მიერ ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე და დაგეგმილი საინვესტიციო პროექტები. „ჩალიკ ჰოლდინგი", რომელიც საქართველოს ენერგეტიკის დარგის ერთ-ერთი მსხვილი ინვესტორია, ამჟამად განახლებადი ენერგეტიკის განვითარებაზე მუშაობს. ნათია თურნავასთან შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა შიდა ქართლის მხარეში, სოფელ ნიგოზასთან ქარის ელექტროსადგურის მიმდინარე პროექტი. აღინიშნა, რომ დაგეგმილია პროექტის მშენებლობის ეტაპზე გადასვლა მიმდინარე წლის ბოლომდე, ხოლო 2022 წლის დასაწყისში სადგურის ექსპლუატაციაში გაშვება. შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოში განახლებადი ენერგეტიკის განვითარების მნიშვნელობას. ამავე დროს აღინიშნა, რომ ასეთი სადგურების პროექტირება და მშენებლობა განხორციელდება მხოლოდ გარემოზე მინიმალური ზემოქმედებითა და ყველა სათანადო კვლევის დეტალურად და სკრუპულოზურად შესწავლის შემდეგ. ასევე ყურადღება გამახვილდა პროექტის მომზადებისა და განხორციელების პროცესში ადგილობრივი მოსახლეობისა და არასამთავრობო სექტორის ჩართულობის მნიშვნელობაზე. ნიგოზას ქარის სადგურის პროექტში „ჩალიკ ენერჯის" პარტნიორია საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი, რომელიც ერთობლივ კომპანიაში „ჩალიკ ჯორჯია ვინდში" 15 პროცენტს ფლობს. დაგეგმილია დაახლოებით 70 მლნ აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიციის განხორციელება. ნიგოზას ქარის ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე 50 მგვტ, ხოლო სადგურის სავარაუდო წლიური გამომუშავება 180 გეგავატი საათი იქნება. პროექტის მიხედვით, მშენებლობის პროცესში დასაქმდება 200, ხოლო ოპერირებისას - 25 ადამიანი. შეხვედრას ასევე დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე დავით თვალაბეიშვილი და თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ფატმა ჯერენ იაზგანი.
ნიკა მელია - ცილისმწამებლებთან აღარაფერი გაკავშირებს
ბოჭორიშვილი ჰერჩინსკიზე: ქართველი ხალხის ნება გამოხატულია საქართველოს ხელისუფლების არჩევანში
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
გახარია საქართველოსთვის: ოპოზიციური ალიანსი „ოცნების“ პოლიტიკას უწყობს ხელს
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)