21:59 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-12 18:45:48, 715 ნახვა

პოლიტიკა
სალომე სამადაშვილი - პარტიას თუ დავაარსებ, მინდა „სიტყვა და საქმე“ დავარქვა

პარტიას თუ დავაარსებ, „სიტყვა და საქმე“ მინდა დავარქვა, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრი, სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ მიღწეული შეთანხმება ბოლომდე შესრულდეს.

„დიდი ხანია, არაფერი დამიწერია ვრცლად. ერთ პოსტში – ათიოდე დღის წინ ვწერდი, რომ ნიკა მელია ევროკავშირის გირაოთი დატოვებს საპატიმროს. გადავწყვიტე, მის გათავისუფლებამდე ბევრი არაფერიც არ დამეწერა. ჩვენი საინფორმაციო სივრცე მძიმეა – ხშირად ვწინასწარმეტყველებთ მოვლენებს, რომლებიც არასდროს ხდება, დეკლარირებას ვუკეთებთ სურვილებს, რომლებიც არ რეალიზდება. მოკლედ, გადავწყვიტე, თუ რამეს დავწერ, ამით დავიწყო – აი, წინა კვირას როგორც ვამბობდი… ვნახოთ, თუ გამომივა. პარტიას თუ დავაარსებ, „სიტყვა და საქმე“ მინდა დავარქვა. ჯერ კი იყო სიტყვა, მაგრამ მაინც დავიღალეთ უშინაარსო სიტყვებით. თუმცა, რომ დაფიქრდე, უკანასკნელი, რაც ამ ქვეყანას სჭირდება, კიდევ ერთი პოლიტიკური პარტიაა. ეს მოიცდის…მთავარია, რომ ვთქვით-გავაკეთეთ, გიორგი რურუა და ნიკა მელია გარეთ არიან, საარჩევნო კანონმდებლობაზე დავიწყეთ მუშაობა. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ რაზეც შევთანხმდით, ბოლომდე შესრულდეს, ამისთვის ვიბრძოლებ ჩემთვის ბევრ საპატივცემულო ადამიანთან ერთად, ვისაც ეყო პოლიტიკური გამბედაობა და შეთანხმებას ხელი მოაწერა, პარტიულად, თუ ინდივიდუალურად. ჩემს ყოფილ თანაპარტიელებს ასევე წარმატებას ვუსურვებ…დღეს ბევრი მათგანისგან მესმის იგივე არგუმენტები, რომლითაც მე ვცდილობდი პარტიის დარწმუნებას, რომ ხელი მოეწერა შეთანხმებისთვის, რაც დამაიმედებელია. სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს“, – წერს სალომე სამადაშვილი.

როგორც მან აღნიშნა, ის პოლიტიკურ ცხოვრებაში ახალ ეტაპს იწყებს.

„ნიკა თავისუფალია, მე ახალ ეტაპს ვიწყებ პოლიტიკურ ცხოვრებაში და ჩემი 4-წლიანი თანაცხოვრება ენმ-თან სრულდება. მიხარია, რომ 2016 წელს, პარტიის დაშლისას, მიუხედავად იმისა, რომ პარტიის წევრიც კი არ ვიყავი, გავწევრიანდი პარტიაში და ენმ-ს შევუნარჩუნე საპარლამენტო ფრაქცია.

ჩემი საერთაშორისო კავშირები გამოვიყენე იმისთვის, რომ პარტიას, რომელსაც დიდი გამოწვევები ჰქონდა დასავლეთში, პრობლემები გადაელახა. 4 წელი, რომან გოცირიძესთან და თინა ბოკუჩავასთან ერთად, ფაქტობრივად, 3 ადამიანი ვაცოცხლებდით პარტიას საპარლამენტო საქმიანობაში.

პოლიტიკური ბრძოლის ურთულეს მომენტში გვერდში ვედექი როგორც მიშა სააკაშვილს, ასევე ნიკა მელიას. კვლავაც წარმატებას ვუსურვებ მათ და ყველას, ვინც მათთან ერთად აგრძელებს ბრძოლას. საბოლოოდ, ეს საერთო ბრძოლაა“, - წერს სალომე სამადაშვილი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
ელენე ხოშტარიას უახლოეს დღეებში დამატებითი კვლევების ჩატარების მიზნით, სამოქალაქო სექტორის კლინიკა „ვივამედში" გადაიყვანენ
ტოკაევმა კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პირველი ხარისხის „მეგობრობის" საპატიო ორდენით დააჯილდოვა
ორბანის გადადგომის შემდეგ უნგრეთმა რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემა შეაჩერა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics