2021-05-12 16:26:59, 680 ნახვა
პოლიტიკა
სალომე სამადაშვილმა „ნაციონალური მოძრაობა“ ოფიციალურად დატოვა
საქართველოს პარლამენტის წევრი, სალომე სამადაშვილი „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ოფიციალურად ტოვებს.
როგორც მან აღნიშნა, პარტიას ოფიციალური განცხადებით დღეს, 12 მაისს მიმართა.
„ნიკა მელიასთან მქონდა გრძელი სატელეფონო საუბარი. შევთანხმდით, მისთვის გასაგები არის ჩემი პოზიცია, ჩემთვის გასაგებია მისი პოზიცია. ჩვენ ვრჩებით რა თქმა უნდა, მეგობრებად, მაგრამ პარტიულად დღეს ჩვენი გზები იყრება. მე დღეს ოფიციალურად მივმართე „ნაციონალურ მოძრაობას“ იმის თაობაზე, რომ მე პარტიას ვტოვებ“, - განაცხდა სალომე სამადაშვილმა.
ცნობისთვის, სალომე სამადაშვილის მიერ შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერას თანაპარტიელებისგან შეურაცხმყოფელი კომენტარები მოჰყვა. აღნიშნულის შემდეგ სამადაშვილმა პარტიის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.
ავტორი: ექსპრესნიუსი,