06:12 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-12 02:31:55, 532 ნახვა

მსოფლიო
ლოდში ბროლის ღამეა - ნეთანიაჰუს განკარგულებით ქალაქში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს განკარგულებით, ებრაულ-არაბულ ქალაქ ლოდში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

ისრაელის მედიის ინფორმაციით, ქალაქ ლოდში არაბთა ჯგუფები მაღაზიებს არბევენ და მანქანებს წვავენ. გავრცელებული ინფორმაციით, ლოდში არაბთა ჯგუფებმა სამ სინაგოგას წაუკიდეს ცეცხლი და ათობით ავტომობილი დაწვეს.

ლოდის მერმა იაირ რევივომ პრემიერმინისტრს ქალაქში საგანგებო მდგომარეობის და გამოცხადება და თავდაცვის ძალების გაგზავნა სთხოვა.

"ლოდში ბროლის ღამეა" – თქვა რევივომ. მერმა 1938 წელს ნაცისტურ გერმანიაში ებრალებზე პოგრომი გაიხსენა. 

"მოვუწოდე პრემიერმინისტრს ლოდში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადებინა, ისრაელის თავდაცვის ძალები გამოეგზავნა, კომენდატის საათი შემოეღო, სიწყნარე აღედგინა" – თქვა ქალაქის მერმა.

როგორც ადგილობრივი მედია წერს, 1966 წლის შემდეგ ეს პირველი შემთხვევაა, როცა ებრაულ-არაბულ ქალაქში საგანგებო მდგომარეობა ცხადდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთში Starlink-ის ტერმინალების იმპორტი აიკრძალა
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics