22:57 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-11 17:18:15, 802 ნახვა

პოლიტიკა
ანრი ოხანაშვილი „ნაცმოძრაობაზე“ - თუ ბელადი სააკაშვილი ეტყვის, რომ შევიდნენ პარლამენტში, რა თქმა უნდა, შემოვლენ

თუ ბელადი მიხეილ სააკაშვილი ეტყვის, რომ უნდა შევიდნენ პარლამენტში, რა თქმა უნდა შემოვლენ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ანრი ოხანაშვილმა „ნაციონალურ მოძრაობაზე“ საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს მხოლოდ ერთი დღის წესრიგი, რაც არის რადიკალიზაცია და დესტრუქცია.

„შემდეგი ნაბიჯი, თუ რას გადადგამენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები დამოკიდებულია სრულად ერთი ადამიანის გადაწყვეტილებაზე, ეს არის მათი ბელადი მიხეილ სააკაშვილი. თუ ეტყვის, რომ უნდა შევიდნენ, რა თქმა უნდა შემოვლენ პარლამენტში, თუმცა სადაც არ უნდა იყვნენ, მათ აქვთ ერთი დღის წესრიგი, ეს არის რადიკალიზაცია და დესტრუქცია. ამ რადიკალიზაციის მცდელობის სურვილი ჰქონდათ კიდევ ერთხელ, რისი საშუალებაც მათ ევროკავშირმა არ მისცა, აღკვეთა სააკაშვილის რუსული სცენარის განხორციელება, რომელსაც ის გეგმავდა მელიას მეშვეობით“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
ელენე ხოშტარიას უახლოეს დღეებში დამატებითი კვლევების ჩატარების მიზნით, სამოქალაქო სექტორის კლინიკა „ვივამედში" გადაიყვანენ
ტოკაევმა კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პირველი ხარისხის „მეგობრობის" საპატიო ორდენით დააჯილდოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics