2021-05-11 13:34:29, 494 ნახვა
პოლიტიკა
ნიკა მელია - ამნისტია საარაკო სიგიჟეა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ დაუშვა
„ამნისტია არის წარმოუდგენელი, საარაკო სიგიჟე, რომელიც დაუშვა „ქართულმა ოცნებამ“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, არ არსებობს თეორიული შანსი, რომ აღნიშნულ კანონპროექტს დათანხმდეს.
„ამნისტია არის წარმოუდგენელი, საარაკო სიგიჟე, რომელიც დაუშვა „ქართულმა ოცნებამ“ და ყველაფერს გავაკეთებთ ოპოზიცია, რომ ეს ასე არ იყოს. ძალიან ძვირი ფასის გადახდა მოუწევთ, რეალურად თავის თავს იწყალებენ, ანზორ ჩუბინიძეს იწყალებენ, შინაგან საქმეთა მინისტრსა და სხვას. ჩანაწერი, რომელიც პროექტში გააკეთეს, თუ ძალაში დატოვეს, თეორიული შანსიც არ არსებობს, მე დავთანხმდე იმ სიგიჟეს, რომელიც ჩაწერეს“, - განაცხადა ნიკა მელიამ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,