22:56 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-11 13:27:03, 753 ნახვა

პოლიტიკა
ნიკა მელია „ქართულ ოცნებაზე“ - მოემზადონ ოპოზიციისთვის, ეს მათთვის პატივი იქნება

„ქართულ ოცნებაში“ მართლა დაიჯერეთ, რომ სულ იქნებით ხელისუფლებაში? მილევადები ხართ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, „ქართული ოცნება“ ოპოზიციაში გადასვლისთვის უნდა მოემზადოს.

„ქართულ ოცნებაში“ მართლა დაიჯერეთ, რომ სულ იქნებით ხელისუფლებაში? მილევადები ხართ! რად გინდათ ჩაბღაუჭება იმაზე, რასაც ხავსიც აღარ აქვს მოჭიდებული, დასრულებულია ის ამბავი. ავანგარდში საქართველოს მოქალაქის საკმარისი რაოდენობა ჩადგება, ვინც ბრძოლას არ გაანელებს და მერე თოვლის გუნდის პრინციპით კიდევ უფრო მეტი ადამიანი ჩაერთვება. ტრადიციულად, ისტორიულად, გადამწყვეტ როლს თამაშობდა საზოგადოების აქტიური ნაწილი, რომელიც ავანგარდში დგებოდა. ვფიქრობ, ამ ადამიანებს წარმოდგენა არ აქვთ, რას აკეთებენ და საუბრობენ. ისინი აღარ იქნებიან, მოემზადონ ოპოზიციისთვის, ეს მათთვის პატივი იქნება, გამოცდილებას მიიღებენ. „ქართულ ოცნებაში“ პრაქტიკულად პოლიტიკოსი აღარ დარჩა, რომელიც ერთხელ მაინც ოპოზიციაში იყო ნამყოფი“, - განაცხადა ნიკა მელიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
ელენე ხოშტარიას უახლოეს დღეებში დამატებითი კვლევების ჩატარების მიზნით, სამოქალაქო სექტორის კლინიკა „ვივამედში" გადაიყვანენ
ტოკაევმა კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პირველი ხარისხის „მეგობრობის" საპატიო ორდენით დააჯილდოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics