2021-05-11 11:02:41, 496 ნახვა
პოლიტიკა
გიგი უგულავა - რა დილა თენდება, 13 მაისს სასამართლო პროცესი ჩამინიშნეს
13 მაისს სასამართლო პროცესი ჩამინიშნეს, - ამის შესახებ ოპოზიციონერი ლიდერი, გიგი უგულავა სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ის აღნიშნავს, „ივანიშვილის სამართლის სპარტაკიადა გრძელდება“.
„რა დილა თენდება. 13 მაისს სასამართლო პროცესი ჩამინიშნეს. მე რომ აეროპორტში ძიუდოს ევროპის ვიცე-ჩემპიონს ბადრი საბა გავაშელიშვილი ვცემე, აი ეგ საქმე. მოკლედ, ივანიშვილის სამართლის სპარტაკიადა გრძელდება. ესტაფეტა გადაცემულია. ერთი დღე არ უნდა მოცდეს სასამართლო პოლიტიკური საქმის გარეშე“, - წერს გიგი უგულავა.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული შემთხვევა თბილისის აეროპორტში 2019 წლის 11 დეკემბერს მოხდა. გიგი უგულავას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით აქვს წარდგენილი რაც ძალადობას გულისხმობს. მას ძიუდოისტ ბადრი გავაშელიშვილის ცემას ედავებიან.
ავტორი: ექსპრესნიუსი,