|
2021-05-11 10:38:39, 1232 ნახვა
მსოფლიო
აშშ-მა „ფაიზერის“ ვაქცინის 12-15 წლის ასაკის ბავშვებში გამოყენების ნებართვა გასცა
აშშ-ის „საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ“ Pfizer-ის ვაქცინის 12-15 წლის ასაკის ბავშვებში გამოყენების ნებართვა გასცა. უწყების განცხადებით, აღნიშნულ ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინის ავტორიზაცია კორონავირუსთან ბრძოლაში გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია. „დღევანდელი ქმედება ახალგაზრდა მოსახლეობა კოვიდ 19-ისგან დაცვის შესაძლებლობას იძლევა, რაც გვაახლოებს ჩვეულ მდგომარეობაში დაბრუნების განცდასა და პანდემიის დასრულებასთან“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში. მარტის ბოლოს, კომპანია Pfizer-მა განაცხადა, რომ კლინიკურმა კვლევამ, რომელშიც 12-დან 15 წლამდე ასაკის 2 260 პირი მონაწილეობდა, აჩვენა, რომ ვაქცინის ეფექტურობა 100%-ს შეადგენს. ცნობისთვის, გასულ კვირაში Pfizer-ის ვაქცინის 12-დან 15 წლამდე მოზარდებში გამოყენების ავტორიზაცია კანადამ გასცა. კანადა პირველი ქვეყანაა, რომელმაც კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატის გამოყენება აღნიშნულ ასაკობრივ ჯგუფში დასაშვებად ცნო.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)