2021-05-10 19:15:36, 786 ნახვა
პოლიტიკა
ნიკა მელია - ამ ბრძოლის გამარჯვების გვირგვინი ვერანაირად ვერ ვიქნები, რადგან პოლიტიკური ციხე დავტოვე
ბრძოლის გამარჯვების გვირგვინი ვერანაირად ვერ ვიქნები, რადგან პოლიტიკური ციხე დავტოვე, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ საპატიმროს დატოვების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში ყოფნის განმავლობაში, ის უკანასკნელი პოლიტპატიმარი არ იქნება.
„ამ ბრძოლის გამარჯვების გვირგვინი მე ვერანაირად ვერ ვიქნები, რადგან ეს პოლიტიკური ციხე დავტოვე. ჩემი ღრმა რწმენით, ჩვენ პერიოდულად გვავიწყდება, რამდენად დაუნდობელ მოწინააღმდეგეს ვებრძვით. დარწმუნებული ვარ, მე არ ვარ ბოლო პოლიტიკური პატიმარი, ვიდრე ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაშია“, - განაცხადა ნიკა მელიამ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,