|
2021-05-10 18:02:49, 1029 ნახვა
პოლიტიკა
დავით ბაქრაძე - ნიკა მელიას უკომპრომისო ბრძოლამ და ვაჟკაცობამ შედეგი გამოიღო
უკომპრომისო ბრძოლამ და ვაჟკაცობამ შედეგი გამოიღო და ევროკავშირის სრულიად უპრეცედენტო პოლიტიკური და ფინანსური მხარდაჭერის შედეგად, დღეს ნიკა მელია თავისუფალია პოლიტიკური ტყვეობიდან, - ამის შესახებ პოლიტიკოსი დავით ბაქრაძე განცხადებას ავრცელებს. დავით ბაქრაძის განმარტებით, დღეს არის ყველა იმ ადამიანის გამარჯვების დღე, ვისაც სურს ქვეყანაში პოლიტიკური დევნის დასრულება. „პირველ რიგში, ვულოცავ ნიკა მელიას დამსახურებულ თავისუფლებას - მისმა უკომპრომისო ბრძოლამ და ვაჟკაცობამ შედეგი გამოიღო და ევროკავშირის სრულიად უპრეცედენტო პოლიტიკური და ფინანსური მხარდაჭერის შედეგად, დღეს ის თავისუფალია პოლიტიკური ტყვეობიდან. ნიკა მელიას გათავისუფლება არის ყველა იმ ადამიანის გამარჯვება, ვინც ამ ურთულესი თვეების მანძილზე იბრძოდა საპროტესტო აქციებზე, კარვებში, ქუჩაში, მოლაპარაკებების მაგიდასთან. ეს ფაქტი, ისევე როგორ გიორგი რურუას გათავისუფლება, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და ამ ბრძოლაში, გააზრებული სტრატეგიით და ჩვენი ევროპელი და ამერიკელი მოკავშირეების მხარდაჭერით, ყოველთვის შეიძლება შედეგის მიღწევა. დღევანდელი დღე არის ყველა იმ ადამიანის გამარჯვება, ვისაც სურს ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკური დევნის დასრულება, სიტუაციის ნორმალიზება და პრეზიდენტ მიშელის დოკუმენტის სრულად შესრულება. ნიკა მელიას და გიორგი რურუას გათავისუფლებით გადაიდგა დიდი ნაბიჯი წინ ამ მიმართულებით. ახლა დროა, საარჩევნო სისტემის გაუმჯობესების გზით მივიდეთ ადგილობრივ არჩევნებამდე, სადაც შესრულდება პრეზიდენტ მიშელის შეთანხმების კიდევ ერთი მთავარი მუხლი - ერთად უნდა მივაღწიოთ, რომ „ქართულმა ოცნებამ" ვერ მიიღოს ხმების 43%-ზე მეტი და შემდეგ უკვე საბოლოოდ დავამარცხოთ ეს ხელისუფლება რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებზე. ამ მიზნის მისაღწევად უდიდესი მნიშვნელობა აქვს საერთო ოპოზიციურ ერთობას. აუცილებელია დაპირისპირების, ბოღმის, ურთიერთთავდასხმების გარეშე შევჯერდეთ ადგილობრივ არჩევნებში პროდასავლური ოპოზიციის გამარჯვების გზებზე. დარწმუნებული ვარ, რომ ამ პროცესში პოლიტიკური პატიმრობიდან გათავისუფლებული ნიკა მელია მისთვის საკადრის, წამყვან როლს შეასრულებს”, - აღნიშნულია დავით ბაქრაძის განცხადებაში.
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
ელენე ხოშტარიას უახლოეს დღეებში დამატებითი კვლევების ჩატარების მიზნით, სამოქალაქო სექტორის კლინიკა „ვივამედში" გადაიყვანენ
ტოკაევმა კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პირველი ხარისხის „მეგობრობის" საპატიო ორდენით დააჯილდოვა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)