06:12 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-09 09:39:05, 1292 ნახვა

მსოფლიო
BBC-ის ინფორმაციით, ჩინეთის რაკეტის ნარჩენები ინდოეთის ოკეანეში ჩაცვივდა

ჩინეთის რაკეტის ნარჩენები ინდოეთის ოკეანეში ჩაცვივდა, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

ჩინეთის სახელმწიფო მედიის ცნობით, რაკეტის ნაწილები კვირას, პეკინის დროით 10:24 საათზე ატმოსფეროში ხელახლა შევიდა.

ჩინეთის პილოტირებული კოსმოსური ინჟინერიის ოფისზე დაყრდნობით, სახელმწიფო მედია იუწყება, რომ რაკეტის ნარჩენები ინდოეთის ოკეანეში,  თბილისის დროით 06:24 საათზე, მალდივის კუნძულების დასავლეთით ჩაცვივდა.

შეგახსენებთ, რომ 21-ტონიანი რაკეტა ჩინეთმა 28 აპრილს გაუშვა და ამით საკუთარი კოსმოსური სადგურის მშენებლობა დაიწყო. T-ის ფორმის სადგური რამდენიმე მოდულისგან იქნება აწყობილი.

ორბიტაზე მოდულის გატანის შემდეგ, რაკეტის გამწევმა დედამიწის გარშემო უკონტროლოდ დაიწყო მოძრაობა ტრაექტორიით, რომელიც გარდაუვალს ხდიდა ატმოსფეროში მის შემოსვლას.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთში Starlink-ის ტერმინალების იმპორტი აიკრძალა
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics