00:06 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-08 14:43:14, 580 ნახვა

პოლიტიკა
ზაალ უდუმაშვილი - სალომე ზურაბიშვილის არც ერთი გადაწყვეტილება „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ ნებასთან წინააღმდეგობაში არ მოსულა

სალომე ზურაბიშვილს მისი პრეზიდენტობის განმავლობაში არ მიუღია არც ერთი გადაწყვეტილება, რომელიც წინააღმდეგობაში მოდიოდა „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ ნებასთან, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა, რითაც პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

როგორც მან აღნიშნა, პრეზიდენტის სასახლეში ბოლო დღეების განმავლობაში გამართული შეხვედრები „პოლიტიკური პროცესების სიმულაცია“ იყო.

„ვიხილეთ „ქართული ოცნების“ მიერ დადგმული კარგი სპექტაკლი, სადაც ნებით თუ უნებლიედ ჩართული იყო ოპოზიციაც. ის პოლიტიკური პროცესების სიმულაცია, რომელიც ჩვენ ბოლო დღეების განმავლობაში პრეზიდენტის რეზიდენციაში ვნახეთ, ემსახურებოდა მხოლოდ ერთ მიზანს, რომ შექმნილიყო სურათი, რომ თითქოს რაღაც პოლიტიკური პროცესები მიმდინარეობს ქვეყანაში და თქითქოს რაღაც ფასეულობა მიეცათ პრეზიდენტის ინსტიტუტისთვის. ის, რა გადაწყვეტილებაც მიიღო სალომე ზურაბიშვილმა ნამდვილად არ ყოფილა ჩემთვის სიახლე და სხვას არც ველოდებოდი. ჯერ სალომე ზურაბიშვილს არ მიუღია მისი პრეზიდენტობის განმავლობაში არც ერთი გადაწყვეტილება, რომელიც წინააღმდეგობაში მოდიოდა „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ ნებასთან“, - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შეტანილ ცვლილებებს ვეტო არ დაადო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics