2021-05-07 20:45:11, 718 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტმა „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შეტანილ ცვლილებებს ვეტო არ დაადო
პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შეტანილ ცვლილებებს ვეტო არ დაადო.
სალომე ზურაბიშვილმა ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ის ეთანხმება ოპოზიციური პარტიების პოზიციას, თუმცა არ ჰყოფნის საბაბი ვეტოს გამოსაყენებლად.
„ამ კონკრეტულ შემთხვევაში ვეტოს გამოყენების სამართლებრივი საფუძველი არასაკმარისი აღმოჩნდა, თუმცა სამომავლოდ ასეთი პროცესი, რომელიც გულისხმობს ყველას პოზიციის გაცნობას და შეჯერებას, აძლევს პრეზიდენტს საშუალებას, რომ ეს ინსტრუმენტი საჭიროების შემთხვევაში ეფექტურად გამოყენებული იყო“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,